FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.08.2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის აცრები მიმდინარეობს.

pirutyvis-acra

ცხვრის და თხის ვაქცინაცია თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება. დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება მსხვილფეხა პირუტყვსაც. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 90 ათასამდე სული საქონელი. ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას ითანამშრომლონ ვეტერინართან და დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ დაავადების რისკი.

ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების (სერომონიტროინგი, ვაქცინაცია) ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.

2016 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 7 21 391 სული მსხვილფეხა პირუტყვი.

2018 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 257 706 სული წვრილფეხა პირუტყვი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს