FM97.5 / LIVE

რესტორანი 'ზაზანოვა' თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება ®

მთავარირეკლამა 27.08.2020
რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით. თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს.

რესტორანი 'ზაზანოვა'  თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება ®

როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ის მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.

„რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც ყველამ გავიარეთ, მომავლის გეგმები ოპტიმისტური გვაქვს. ეს ალბათ, განპირობებულია იმ სიახლეებით, რასაც შევთავაზებთ მომხმარებელს. პირველ რიგში, ეს იქნება ახალი ლოკაცია, ახალი სივრცე, რომელსაც მალე შევატყობინებთ ყველას. რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული კარგი, ცოცხალი მუსიკისადმი,“ - ამბობს „ზაზანოვას“ დირექტორი.

„ზაზანოვა“ უკვე 9 წელია არსებობს. როგორც მარინა სალუქვაძე ამბობს, სტუმრების 80 პროცენტი ქართველია, 20 პროცენტი კი უცხოელი. პოსტ-პანდემიის პერიოდში ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის მიზნით, „ზაზანოვამ“ ჯაზ-ფესტივალი დააარსა.


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განახლებული რესტორანი 'ბონა დეა' სტუმრებს ელის [R]
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში
კომპანიამ '360 სარეკლამო სივრცე' თიბისის მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა ®
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

'ნიკოლი' მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს ®

ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?