FM97.5 / LIVE

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]

მთავარისაზოგადოება 02.12.2013
მრავალსაუკუნოვანი ციხე, რომელსაც რესტავრაცია ჯერ არ ჩასტარებია. რა მდგომარეობაშია აწყურის ციხე და შეაჩერებს თუ არა მის ნგრევას ციხის ჩრდილოეთ კედლის ყველაზე ავარიულ მონაკვეთზე მიმდინარე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან აწყურის ციხის ჩრდილოეთ კედლის ყველაზე ავარიულ ნაწილზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს. აწყურის ციხის გარდა, ეტაპობრივი აღდგენა-რეაბილიტაცია კიდევ ორ, ხერთვისისა და ბებრის ციხეს უტარდება.

სამუშაოებს სარესტავრაციო კომპანია შპს „იკორთა 2007“ აწარმოებს. მშენებლობაზე შვიდი ადამიანია დასაქმებული. ამ ეტაპზე ციხის ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის კედელს აშენებენ.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]„კედელის ზედა მხარე გახსნილია და არსებობს საფრთხე, რომ ჩამოინგრეს, შეიძლება ზამთარს ვერ გაუძლოს“, - ამბობს შპს „იკორთა 2007“-ის საქმეთა მწარმოებელი ჯუმბერ ჩოხელი.

გარდა იმისა, რომ ციხე ინგრევა, კედლებიდან ჩამოშლილი ქვები საფრთხეს მოსახლეობასაც უქმნის.

„კედლები უკვე ოთხივე მხარესაა დაზიანებული, შედარებით მყარად დგას დიდი გუმბათი. სანიაღვრე სისტემაც მოშლილია და კლდეც დაზიანებულია. ქვები ყოველდღე ცვივა, განსაკუთრებით სამხრეთის ნაწილის და საშიშია რომ არ ჩამოინგრეს. ამ გზაზე მოსახლეობა მოძრაობს და მათაც საფრთხეს უქმნის“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე.
ზამთარში მხოლოდ ძირგამონგრეული ნაწილი კი არა, მისი მომიჯნავე ავარიული უბნებიც რომ არ ჩამოინგრეს, თითქმის ერთი თვეა, რესტავრატორები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მშენებლებს მასალის აზიდვა რთულად მისადგომ კლდეზე უწევთ.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]„ციხის ჩრდილო აღმოსავლეთით, კედელზე, ხვრელია გაჩენილი, ზემოთ კი კედელია გამსკდარი და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. აღდგენა-რესტავრაციის შემდგომ მისი კონსერვაცია მოხდება. ეს ხვრელი მთლიანად ამოშენდება, ისეთივე მასალით, რა მასალითაცაა ნაშენი“, - გვიხსნის ჩოხელი.

აწყურის ციხის ჩრდილო აღმოსავლეთის კედლის ნაწილი 2009 წლის 19 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა. საუკუნეების განმავლობაში კედლის ამ ნაწილში ორი ხვრელი იყო გაჩენილი, საიდანაც ერთი დაინგრა, ერთი კი დღემდე შემორჩა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს აწყურის ციხის დაზიანებული კედლის შესახებ ინფორმაცია 2009 წელსვე გაუგზავნეს.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]„წერილითაც მივმართეთ, პირადადაც ველაპარაკეთ, რამდენჯერმე მედიის ჩართვაც დაგვჭირდა, გადავიღეთ რა მდგომარეობა იყო. უარი არ უთქვამთ, მაგრამ თანხების მოძიება იყო საჭირო. ციხეს გეოლოგიური შესწავლა ესაჭიროებოდა, ახალი აზომვების ჩატარება, ყველა ეს პროცესი ხარჯებთან იყო დაკავშირებული“, - ამბობს რეზო ანდღულაძე.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობაში წერილები კიდევ ერთხელ გააგზავნეს.

„ბოლო წერილი აპრილში გავაგზავნეთ. შეგვპირდნენ, რომ როგორც კი თანხები გამოჩნდებოდა, გააკეთებდნენ. თავიდან ჩათვალეს, რომ მთლიანად ციხის აღდგენას ვითხოვდით, შემდეგ ავუხსენით, რომ მის შენარჩუნებას ვითხოვდით. ჩამოვიდნენ სპეციალისტები, გადაიღეს ფოტოები, შეისწავლეს არსებული მდგომარეობა, შეგვპირდნენ რომ დაგვეხმარებოდნენ“, - ამბობს რეზო ანდღულაძე და ამატებს, რომ მას შემდეგ, რაც დაახლოებით 20-25 მეტრის სოგრძის კედელი ამოშენდება, ციხე პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს და ჩრდილოეთ მხარის კედელი აღარ დაინგრევა.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კედლის ამოშენებით სარესტავრაციო სამუშაოები მხოლოდ წელს დასრულდება. მომავალ წელს ციხის სხვადასხვა მონაკვეთებზე გამაგრებითი სამუშაოები კვლავ ჩატარდება. რეზო ანდღულაძე ამბობს, რომ ციხეზე უკვე ჩატარებულია აზომვითი სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს აუცილებელი სამუშაოები, რომელიც მომავალში უნდა ჩატარდეს.

„იქ არის კლდის ეროზია, ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს კედლები იშლება, წვიმისგან და ქარისგან გადნა და ჰაერში დარჩა კედლების მცირე ნაწილი. ასევე, უნდა გაკეთდეს გაწმენდითი სამუშაოები, საღვარეები, რომ წვიმის შედეგად ჩამოსული წყალი არ დაგუბდეს, კედელში არ გაიჟონოს და არ გახეთქოს. ეს ციხე ერთ დღეს არ არის აშენებული, საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ციხის როგორც მტრის ხელით, ასევე ბუნებრივი პირობებით ნგრევა, მერე შენდებოდა, ყველაფერი კი იმდროინდელი მოთხოვნილების დონეზე კეთდებოდა და მიშენებულია სხვადასხვა კომუნიკაციები, ყველაფრის კვალი ატყვია“, - ამბობს იგი.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]ჯუმბერ ჩოხელის თქმით, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა ციხის სამხრეთ დასავლეთის კედელზეა: „ეს კედელი ფაქტობრივად ჰაერში დგას. გარდა ამისა, ზემოდან მიწა იყრება და კედელს აწვება. ესეც რამდენიმე წლის წინ გადმოინგრა, თავიდანვე რომ გაკეთებულიყო ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ციხის მთლიანი რესტავრაცია საკმაოდ დიდ თანხებთან და სამუშაოებთან იქნება დაკავშირებული. ალბათ მომავალ წელს იმ მონაკვეთებისთვის გამოყოფენ თანხას, რომელიც უფრო ავარიულია და დანგრევის პირასაა“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის ციხის პრობლემას სპეციალისტები სწავლობენ
აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
აწყურის ციხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს [Photo]
აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ახალციხის ციხეზე კედლის ნაწილი სველდება და მისი დაზიანების საფრთხე იქმნება
ქმნის თუ არა საშიშროებას ადიგენში ‘ოქროს ციხის’ საყრდენ ქვაზე გაჩენილი ბზარი