FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგეობაში ჩამოყალიბებულ გაერთიანებულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

მთავარიპოლიტიკა 02.12.2013
ასპინის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ახალი სამსახური ჩამოყალიბდა. სოციალურ და ეკონომიკურ სამსახურს გიორგი თეგეტაშვილი უხელმძღვანელებს.

ასპინძის გამგეობაში ჩამოყალიბებულ გაერთიანებულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ასპინძიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც სამსახურიდან 18 თანამშრომელი გაათავისუფლეს. რამდენიმე სამსახური კი განყოფილებებად ჩამოყალიბდა და ერთ, ახალშექმნილ სამსახურს დაექვემდებარა.

ოპტიმიზაციის შედეგად, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების; საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების; კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის; ასევე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურები განყოფილებებად გადაკეთდა. ოთხივე განყოფილება სოციალური და ეკონომიკური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.

აღნიშნული სამსახურის უფროსად 27 ნოემბერს ეკონომისტი გიორგი თეგეტაშვილი დაინიშნა.

თეგეტაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა: „ყოველივე ეს გამოწვეულია იმით, რომ 2013 წლის ბიუჯეტი დეფიციტურია. განყოფილებებს ეყოლება უფროსები, ისინი იღებენ პირველად გადაწყვეტილებას თავიანთ თანამშრომლებთან ერთად და შემდეგ შეათანხმებენ ჩემთანაც“.

გიორგი თეგეტაშვილი 1989 წლის 11 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისი მეორე გიმნაზია. 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.

2009 წლიდან, დაახლოებით წელიწადნახევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღრიცხვა-ანგარიშის სამსახურში ბუღალტრად მუშაობდა.

2010 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაინაცვლა სამუშაოდ, სადაც მთავარი ფინანსისტის თანამდებობა ეკავა.

2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2013 წლის პირველ მაისამდე შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპატრამენტის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2013 წლის 1 ივლისიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს. წარმოშობით ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისიდანაა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 18 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ადიგენში საკადრო ცვლილებები დაიწყო
ადიგენის გამგეობაში სამსახურის უფროსები დანიშნეს
კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა