FM97.5 / LIVE

‘გუბერნიიდან იყო მოთხოვნა, რომ სამსახურები დაგვეტოვებინა’ – ნინოწმინდის მერიაში განცხადებები დაწერეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.08.2020
ნინოწმინდის მერიის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ, მათი ნაწილი აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით დაწერა.

‘გუბერნიიდან იყო მოთხოვნა, რომ სამსახურები დაგვეტოვებინა’ –  ნინოწმინდის მერიაში განცხადებები დაწერეს

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, ჟორა სნხჩიანი იმ თანამშრომლებს შორის არის, რომლებსაც ნინოწმინდის მერიაში თანამდებობის დატოვება მოუწიათ, ჟორა ამბობს, რომ ბრძანება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან იყო და შეწინააღმდეგება არც უფიქრია.

„გუბერნიის წარმომადგენელი იყო, მითხრა, რომ სამსახურიდან წავსულიყავი. თვითონ გადაწყვიტეს და წინააღმდეგიც არ ვყოფილვარ. თუ მათ არ უნდათ ჩემთან მუშაობა, მე სულ არ მინდა მათთან. ყოფილი დეპუტატი ვარ, პრეზიდენტის აპარატში 20 წელი ვმუშაობდი, ასევე სომეხ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და ღირსების ორდენის კავალერი ვარ. არ შეიძლება, რომ ასეთ ადამიანს უბრალოდ უთხრა – წადი“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჟორა სნხჩიანი.

ლაურა ვარჟაპეტიანი, ნინოწმინდის მერიაში კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობას, ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა, განცხადება წასვლასთან დაკავშირებით პარასკევს 14 აგვისტოს დაწერა.

„გუბერნატორის მოადგილემ მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება წასვლაზე. ასაკში ვარ, აღარ ვკითხე არაფერი. 70 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ყველას შეუძლია დაადასტუროს, რომ კარგად ვმუშაობდი, არასდროს დამიგვიანია, არასდროს მითქვამს უარი ჩემი ვალდებულებების შესრულებაზე. გადაწყვიტეს, რომ ჩემთან არ უნდათ მუშაობა, რატომ დავრჩები“, – ამბობს ვარჟაპეტიანი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაუკავშირდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ბესიკ ამირანაშვილი კომენტარს ვერ გააკეთებს. მოადგილე კი შეხვედრაზე იმყოფება.

საინფორმაციო გამოცემა Jnews.ge-ს ინფორმაციით, ნინოწმინდის მერიაში, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება სავარაუდოდ 26–მა თანამშრომელმა დაწერა.

ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამ ეტაპზე მხოლოდ ექვს შემთხვევას ადასტურებს.

„ზუსტად არ ვიცი, ხუთმა თუ ექვსმა თანამშრომელმა დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე, ყველა მათგანი 70 წელს ზემოთაა, ხშირად უწევდათ ექიმებში სიარული და ბიულეტენების დაწერა“, – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

მისი თქმით, შესულ განცხადებებს დღეს, 18 აგვისტოს განიხილავენ.

გარდა თანამდებობის პირებისა, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, სამსახურების დატოვება მოუწევთ სოფლის რწმუნებულებს და სპეციალისტებსაც.

„10 რწმუნებულია ვისაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. კიდევ სპეციალისტები... ზუსტად რაოდენობა არ მახსოვს. გარკვეულ პიროვნებებთან ვერ გავაგრძელებთ ხელშეკრულებას“, – თქვა ანივარდ მოსოიანმა.

jnews.ge-ს ინფორმაციით, რწმუნებულებს და მათ წარმომადგენლებს განცხადებები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დააწერინეს, გამოცემის ინფორმაციით, სამსახურიდან იმ პირებს ათავისუფლებენ, რომლებსაც კავშირი ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან აქვს.

აღნიშნულ საკითხთან კავშირს „სამხრეთის კარიბჭესთან“ უარყოფს მკოიანიც და ანივარდ მოსოიანიც.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არსენ კარაპეტიანი ვარაუდობს, რომ თანამშრომლების გაშვება ახალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენას უკავშირდება.

„ჩემი ვარაუდით, როგორც ყოველ არჩევნებზე ხდება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებენ, ამიტომ ახალ კანდიდატთან დაახლოებულ პირებს ასაქმებენ. როგორც ვიცი იგივე ხდება ახალქალაქში“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი.

[ნუკა სტეფნაძე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა
'არ მსურს პოლიტიკისა და სპორტის არევა'- ნინოწმინდის ააიპ–ის დირექტორმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
პირადი თუ პოლიტიკური მოტივი - რატომ დატოვა ნინოწმინდის პოლიცია თანამშრომელმა
ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობას შეხვდა[R]
‘ნინოწმინდაში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები დაფიქსირდა’ - ISFED
პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა