FM97.5 / LIVE

ახალციხელ მეხანძრეებს ახალი ფორმები გადაეცათ

მთავარისაზოგადოება 29.11.2013
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 40-მა მეხანძრემ ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქრად ფორმები მიიღო.

ახალციხელ მეხანძრეებს ახალი ფორმები გადაეცათ
მეხანძრეებს ახალი სახანძრო ტანსაცმელი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

„საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მეხანძრეებს ახალი ფორმები გადავეცით. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მეხანძრეებს ჰქონდეთ კარგი სპეც-ტანსაცმელი და ხელი არ შეეშალოთ მუშაობაში“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აშოტ მინასიანი.

ახალციხის სახანძრო სამსახურში ამ ეტაპზე 40 მეხანძრეა. ახალი ტანსაცმელები ყველა მათგანს გადაეცა. აღნიშნული ფორმების შესაძენად ადგილობრივმა ხელისუფლებამ 15 ათასი ლარი გამოყო.

„გადმოგვეცა საბრძოლო და ყოველდღიური ტანსაცმელი, გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მეხანძრეებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ“, - ამბობს ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი პაატა კბილაშვილი.

მეხანძრეების თქმით, აქამდე მოძველებული ფორმებით მუშაობდნენ.

„აქამდე ძველი ფორმების ნაკრები გვქონდა, ზოგს რა გვეცვა, ზოგს რა. ახლა ახალი ფორმები გადმოგვეცა და ძალიან კმაყოფილები ვართ“, - ამბობს მეხანძრე კახაბერ დათაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაბაში მეხანძრეებს ადგილობრივებიც ეხმარებიან
ბორჯომის ხეობაში, ხანძრის  დროს ვერტმფრენმა მეხანძრეებს წყალი გადაასხა [ვიდეო]
პრობლემები ახალციხის სახანძროში
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
ბორჯომსა და აბასთუმანს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წვიმაში აღარ დასველდებიან
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურს შტატები ემატება