FM97.5 / LIVE

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა დამთვალიერებლების მიღება განაახლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.08.2020
ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დამთვალიერებლების მიღებას დღეიდან, 11 აგვისტოდან შეძლებს. ბილეთის ფასი ვიზიტორებისთვის ისევ 5 ლარია.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა დამთვალიერებლების მიღება განაახლა

დირექტორი თინათინ მამასტარაშვილი ამბობს, რომ მუზეუმში კორონავირუსთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ნორმები დაცულია. დაწესებულება მსოფილიო ჯანდაცვის ორგანზაციის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.

„დამთვალიერებლები გაივლიან თერმოსკრინინგს, ერთდროულად მხოლოდ 10 სტუმარს შეეძლება შემოსვლა. გვაქვს დეზობარიერები და ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას“,– ამბობს თინათინ მამასტარაშვილი.

მისი თქმით, მუზეუმში შესვლის ფასი უცვლელი რჩება. როგორც ადგილობრივების, ასვე უცხოელი ტურისტებისთვის 5 ლარია. უცვლელი რჩება გიდების მომსახურების ღირებულებაც.

„ქართულენოვანი გიდის მომსახურება იქნება 15 ლარი, უცხოენოვანის 30 ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ 10 კაცზე მეტს ვერ ვუშვებთ, ჯგუფი გაიყოფა ორ ნაწილად და მოვემსახურებით ერთი გიდის ფასად“,– განმარტა მამასტარაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 2020 წლის 8 მარტიდან იყო დაკეტილი.

მიმდინარე წელს მუზეუმის შენიბის სრული რეაბილიტაცია იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ტენდერი ვერ გამოაცხადეს.

„გადაიდო კოვიდის გამო, დროშიც ვერ ესწრებოდა, გარკვეული ფინანსური პრობლემებიც წარმოიქმნა, ამიტომ ჯერჯერობით საკითხი ისევ ღიაა, მაგრამ როგორც კი ცოტა გაგვიუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა, მაშინვე დავიწყებთ ამ პროცესს“, – განაცხადა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიხურა
ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია
მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამინისტროს აქციას უერთდება