FM97.5 / LIVE
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს">

”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 26.06.2012
ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად გასულ კოალიცია ”ქართული ოცნების” აქტივისტებს ადიგენში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან

”ქართული ოცნების” აქტივისტი ბესიკ მუმლაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში ცხოვრობს, ამომრჩეველთა სიებს დღეს სოფელ ვარხანში ამოწმებდა.

მისი ნაამბობის მიხედვით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მან ერთ-ერთ ამომრჩეველს კითხა ვისი მომხრე იყო: ”კარდაკარის” ანკეტაში არის კითხვა იმის შესახებ თუ რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არიან. მისი გაღიზიანება სწორედ ამ კითხვას მოჰყვა. მომედავა, რომ ეს უკანონობა იყო, მომვარდა და ბაჯი ჩამომგლიჯა”.

რადგან ბესიკ მუმლაძე ვარხანის მკვიდრი არ არის, პიროვნებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა, არ იცნობს.

ვარხანში ამომრჩეველთა სიებს მუმლაძესთან ერთად ვარხანში მცხოვრები ლიანა გორგოძეც ამოწმებდა. იმ დროს, როდესაც ინციდენტი მოხდა, იგი ერთ-ერთ ოჯახში სიის გადასამოწმებლად იყო შესული.

” ხმაურზე გამოვედი გარეთ, უკვე ბევრი ხალხი იყო შეგროვილი და ბესიკს რომელი შეეხო არ ვიცი”, - ამბობს იგი.

მომხდარის შემდეგ ბესიკ მუმლაძემ თავი ლიანა გორგოძის სახლს შეაფარა. შემთხვევის ადგილზე კოალიცია ”ქართული ოცნების” აქტივისტები და ჟურნალისტები მივიდნენ. იმ დროს, როცა ბესიკ მუმლაძე ტელეკომპანია ”მეცხრე არხს” ინტერვიუს აძლევდა, ლიანა გორგოძის შვილი, ლაშა გორგოძე ეზოდან ყვირილით შევარდა სახლში და ჟურნალისტებს სახლის დატოვება აიძულა.

”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ლევან ბერიძის თქმით, ლიანა გორგოძის შვილი, ლაშა გორგოძე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია და აგრესიულად ამიტომ მოიქცა.

შემთხვევის თვითმხილველები პირად საუბრებში ამბობენ, რომ პიროვნება, რომელმაც მუმლაძეს ბაჯი ჩამოგლიჯა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლადო დემეტრაძეა. თუმცა,კომენტარის გაკეთებისგან ისინი თავს იკავებენ. ლადო დემეტრაძესთან დაკავშირება ”სამხრეთის კარიბჭემაც” სცადა, თუმცა, იგი სოფელში აღარ იმყოფებოდა.

ბესიკ მუმლაძის თქმით, მათზე ზეწოლის ფაქტები აქამდეც დაფიქსირდა. კერძოდ, მათ სიტყვიერად აფრთხილებდნენ, რომ ”ქართული ოცნების” გაზეთები არ გაევრცელებინათ და ”კარდაკარის” პრინციპით სიები არ გადაემოწმებინათ.

”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ლევან ბერიძის თქმით, მსგავსი ინციდენტი რამდენჯერმე მოხდა: ”ერთ-ერთ უბანში ჩვენს აქტივისტს ბეჯი ჩამოგლიჯეს, საბუთი დაუკუჭეს და ხელითაც შეეხნენ. უთხრეს ამ სოფელს არ გაეკაროთო”.

”ქართული ოცნების” აქტივისტებზე სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეშიც დაფიქსირდა.

ლიანა კაპანაძე და მთვარისა ქიმაძე ”კარდაკარ” სიების გადამოწმებაზე მეორე დღეა რაც მუშაობენ. დღეს, დაახლოებით ხუთი საათისთვის, როცა სიის გადასამოწმებლად ერთ-ერთ ოჯახში შევიდნენ, მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს.

”ერთ-ერთ ოჯახში ბიჭები სვამდნენ, მე და ჩემს მეწყვილეს ლუდი შეგვასხეს, გვლანძღეს და გვაგინეს”, - ამბობს ლიანა კაპანაძე.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ
ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის
„ნაციონალების“ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ინციდენტი ახალციხეში – 'ნაცმოძრაობის' მერობის კანდიდატი 'ოცნების' წევრებს ცემაში ადანაშაულებს
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’