FM97.5 / LIVE

‘ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში ‘ჭკვიანი კამერები’ გათიშულია’ - ასოციაცია

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.08.2020
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის ქალაქებში: ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. ჭკვიანი კამერები გათიშულია და არ ფუნქციონირებს.

‘ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში ‘ჭკვიანი კამერები’ გათიშულია’ - ასოციაცია

ასოციაციაში ამბობენ, რომ მათ ე.წ ჭკვიანი კამერები გადაამოწმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ქალაქებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.

„ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა ან/და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა“, - აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე თქმით, აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ ამავე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლები და მძღოლებიც.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით.

მათი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი.

„განსაკუთრებით საგანგაშოა ვიდეოკამერების გაუმართაობა ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი, ბორჯომი, სამტრედია). ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“ პროგრამის დანერგვას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ!“, - აცხადებენ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში.

[sknews.ge]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1-ელი ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება
14 იანვრიდან 'ჭკვიანი' კამერებით დაჯარიმდებიან ავტომობილები, რომლებსაც არ გაუვლიათ ტექნიკური ინსპექტირება
შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 581 ადამიანი ემსხვერპლა
ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ
შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მძღოლებს მიმართავს
მეხუთე სკოლა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო
მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაკვეთილებს ჩაუტარებენ