FM97.5 / LIVE

ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2020
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ახლად დაგებული ასფალტი ფეკალური მასით იტბორება. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა.

rustavelis-qucha

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლების განმარტებით, სისტემის დაზიანება სავარაუდოდ, ცენტრალურ გზასთან მდებარე საკანალიზაციო ჭის ღიად დატოვებამ გამოიწვია.

„უკვე რამდენიმე დღეა ასე გამოდის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ჭა ღიად ჰქონდათ დატოვებული, წვიმების დროს ქვიშა ჩავიდა და სავარაუდოდ გაიჭედა, ახლა ფეკალური მასა გზაზე ამოდის“,- ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები გია სამსონიძე.

ადგილობრივი თეა კაპანაძის თქმით, ქუჩაზე ამოსული კანალიზაციის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა.

„მზე აჭერს და საშინელი სუნია ასფალტის დაგების შემდეგ ასეა“,- ამბობს თეა კაპანაძე.

„გაერთიანებული წყამომარგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლაშვილი პასუხისმგებლობას ადგილობრივებს აკისრებს. მისი თქმით, საკანალიზაციო სისტემაში ისეთ ნივთებს ყრიან, რაც ქსელის დაზიანებას იწვევს.

„ავარიები მუდმივად ხდებოდა, ხდება და მოხდება, მუდმივად ვაკეთებდით და გავაკეთებთ. ამჟამადაც რამდენიმე წერტილში ვმუშაობთ. გამოძახებული მყავს ასენიზაციის მანქანა გორიდან, მანაქანა გზაშია, სავარაუდოდ დღის ბოლომდე გავაკეთებთ“,– ამბობს გიორგი გრიგოლაშვილი.

rustavelis-qucha2

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ამოდის
10 დღეა ორბელიანის ქუჩაზე   კანალიზაცია ამოდის
რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
ახალციხეში, კანანელის ქუჩაზე, კანალიზაცია ამოდის
ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის
მესხეთის ქუჩაზე  სასმელი წყლის სინჯები აიღეს