FM97.5 / LIVE

ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები და სასულიერო პირები, რომლებიც მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდნენ, დაიშალნენ. ქრისტიანები ითხოვენ მეჩეთებისა და მინარეთების საკითხი რეფერენდუმით გადაწყდეს.

ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
ჭელის მეჩეთთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელმა მრევლმა ტერიტორია უკვე დატოვეს. თუმცა, ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები. მუსლიმები მეჩეთში იმყოფებიან. რაიმე ექსცესი რომ არ მომხდარიყო, ადგილობრივი მუსლიმები დღეს მეჩეთთან არ შეკრებილან.

დღეს, 28 ნოემბერს, დილიდან, ჭელაში ათობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. საღამოს 17:00 საათისთვის მათი რაოდენობა გაცილებით გაიზარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ ამდენი პოლიციელის მობილიზება საჭირო არ იყო: „არანაირი ექსცესი არ ყოფილა. არცერთი ქრისტიანი არ დაუშვებს, რომ მარხვის პირველ დღეს რაიმე მოხდეს. მოვემზადებით რეფერენდუმისთვის, იურისტებთან და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად. საბოლოოდ გადაწყვეტს ერი, უნდა თუ არა მინარეთები საქართველოში. თუ ერი გადაწყვეტს, რომ უნდა, მაშინ ჩვენც დავეთანხმებით, მაგრამ თუ გადაწყვეტს, რომ არ უნდა, მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ არ გვინდა“.

ჭელაში სასულიერო პირები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მესხეთის სხვადსხვა სოფლების მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი.

„არ მიმაჩნია სწორად ძირძველ ქრისტიანულ მიწაზე მინარეთის დადგმა. მეჩეთში ილოცონ, არავინ უშლით, მაგრამ მინარეთის დადგმა და იქიდან ყოველ დილით მოლის ყვირილი, არ არის მიზანშეწონილი ჩვენთვის. არ გვინდა, რომ აქ იდგას მინარეთი და ამიტომ შევიკრიბეთ. აბასთუმნიდან სწორედ ამისთვის ჩამოვედით“, - გვითხრა ნანული დემეტრაძემ.

ჭელაში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებელი ბერდია ქაფიანიძე ამბობს, რომ ამ პროტესტით საკუთარი აზრი დააფიქსირეს.

„ჩვენ ჩვენი აზრი ყოველთვის უნდა დავაფიქსიროთ, ეს რომ გაატარო, უარესი მოხდება. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა და უნდა გვკითხონ, სანამ 20-30 კაცი რამეს გადაწყვეტს“, - ამბობს ბერდია ქაფიანიძე და ამატებს, რომ დღეს პარაკლისის გადახდა დასრულებულია, ხვალიდან კი სამართლებრივი ბრძოლა იწყება. ქრისტიანები რეფერენდუმის საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურად დაიწყებენ მომზადებას.

შეგახსენებთ, ჭელაში მოჭრილი მინარეთი 27 ნოემბერს, ღამით დააბრუნეს. მეორე დღეს კი სოფელში ქრისტიანები შეიკრიბნენ და მინარეთის დაბრუნება მშვიდობიანად გააპროტესტეს.
[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
ჭელაში ქრისტიანები შეიკრიბნენ [Photo]
ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთზე საუბარს ერიდებიან
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან

აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'