FM97.5 / LIVE

მთაში სამი თვით [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 10.08.2020
ივნისის დადგომასთან ერთად, უდეში, ისევე როგორც მესხეთის სხვა სოფლებში, მთაში წასასვლელად ემზადებიან. ბარგს ჩაალაგებენ, როგორც თვითონ ამბობენ, „ვეშს აუდგამენ“ სატვირთო მანქანას და წავლენ, სოფლიდან ასე 20-25 კილომეტრით შორს, მაღლა, მთაში. საქონელი ცალკე ფეხით აჰყავთ. ერთ დღეში აბარგების პროცესი მთავრდება და სამთვიანი იალაღური ცხოვრება იწყება.

საქონელი

მთაში კარგი ჰაერი და ცივი წყალია, კიდევ ხის სახლები და ბოსლები. ამბობენ, რომ ძირითადად მცირეწლოვანი ბავშვებისა და საქონლის გამო მიდიან. აქ გამოზაფხულებული ბავშვი, ზამთარსაც უვირუსოდ ატარებსო, თან არც ფილტვები აწუხებს, არც ბრონქები და არც სხვა ავადმყოფობებიო.

ახლა საქონლისთვის ფართო საძოვრებია და შესაბამისად, რძის პროდუქტის გასაკეთებლად მარაგიც ბევრია.

ამიტომაც უყვართ მთა.

მაყვალა

ეს ქალი 73 წლის მაყვალა ბალახაშვილია. უდის მთაში უკვე 20 წელია დადის. რა თქმა უნდა, შვილიშვილებიც მოჰყავს. სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქ დარჩება. მანამდე ამ სამ თვეს მშვიდად გაატარებს: „დენი არ არის, მაგრამ უკვე შევეჩვიეთ. უდენობა არ გვაწუხებს, ტელევიზორში ამბებს ვერ ვუსმენთ და უფრო მშვიადად ვართ. ვდგებით დილით 6 საათზე. საქონელს ვწველით და ვუშვებთ, რომ ნამიანი ბალახი მიიღონ. მერე რძეს ვუვლით, შუადღით ცოტას ვისვენებთ, ყავას დავლევთ, ვილაპარაკებთ, საღამოს იგივე საქონლის მოვლის პროცედურა იწყება. ასე გადის აქ დრო“.

ლალი-წალდაძე

მთაში ზაფხულს ატარებენ და ზამთრისთვისაც ზრუნავენ. მაგალითად, ლალი წალდაძეს 16 ხბო და 8 ძროხა ჰყავს. ახლა ყურუთს ამზადებს.

ყურუთი

ყურუთი ნადუღის გამომშრალი ბურთულებია, რომლითაც ზამთარში თუთმაჯს გააკეთებენ. „შრატს ავადუღებთ, აიჭრება და მოვიყვანთ ნადუღს. ამ ნადუღს შევურევთ მარილს და გავაკეთებთ ბურთულებს. დაახლოებით ორი კვირა ვაშრობთ მზეზე. რაც დიდხანს იქნება და გამოშრება უკეთესია, იმიტომ, რომ ობი არ მოეკიდოს. შევინახავთ და ზამთარში ამით ვაკეთებთ კერძებს, ძრითადად თუთმაჯს“, - ამბობს ლალი და ამატებს, რომ ყურუთთან ერთად გემრიელ გუდის ყველსაც ამზადებს: „გუდის ყველსაც ვაკეთებთ, ჩვენებურად - დაჩლეჩილ ჩეჩილს, დაჭრილ თავ ყველს, სმეტანას ავურევთ და გავტენით ან კასრულში, ან ქოთანში. ზამთარში დავატრიალებთ მშრალად, მაგალითად ნაცარზე და მივირთმევთ“.

ნათესები

ლალი წალდაძის დედა მაყვალა ზაზაშვილი 83 წლისაა და 22 წელია მთაში დადის. ხის სახლის ეზოში კარტოფილს, ნიორს, ლობიოსა და მწვანილს თესავს. სხვათა შორის, მარწყვის ნერგებიც ჩანს. ამბობს, რომ აქ სხვა მიწა, სხვა ჰავა და სხვანაირად გემრიელი პროდუქტი მოდის. განსაკუთრებით გემრიელია კარტოფილი.

ფურნე

მთაში პურს მესხურ, ძველებურ ფურნეებში აცხობენ. ცომს რძით ზელენ ამიტომ მთის „თითიანი“ და „სომინი“ ბევრად გემრიელია.

ყავა

შუადღით ყავის დალევის ე.წ. რიტუალი მთის სხვადასხვა უბანშია. გართობის ერთი საშუალებაც ეს არის. რძის „დაბინავების“ შემდეგ, იკრიბებიან ერთ დღეს ერთთან, მეორე დღეს მეორესთან.

ყავა-2

დიდ ჩაიდანში ადუღებენ თურქულ ყავას, მაგიდაზე ჩამომწკრივდება რამდენიმე ფინჯანი, შემოუსხდებიან და საქმიდან მორჩენილ ერთ-ორ საათს გაატარებენ ლაპარაკში.

ნათია-და-ხატია

ნათია და ხატია ბაღდოშვილები მთაში ბებოსთან წამოვიდნენ. ერთი 9 წლისაა, მეორე - ექვსის. დროს მეგობრებთან თამაშში ატარებენ. ამბობენ, რომ აქ ყოფნა მოსწონთ. სკოლა რომ დაიწყება, ბებოს დატოვებენ და თვითონ ბარში წავლენ.

ნიტა

ეს ნიტაა. ორწლინახევრის. მთაში ბებოსთანაა. ლოყები მთის ჰაერმა დაუბრაწა. უცხოებთან ხმას არ იღებს, მაგრამ ბევრი ლექსი იცის.

წყარო

ბევრი რამეა მთაში, აქაურებისთვის ძალიან საყვარელი და მშობლიური, მაგრამ „ცივი წყალი“ წყაროდან რომ არ აღვნიშნოთ, არ შეიძლება.

მთაა

აქაურები მთას სექტემბერში დატოვებენ, ხის სახლებს, იგივე „ჰეილებს“ დაცლიან, „ვეშს ისევ აუდგამენ“ სატვირთო მანქანას და სოფელში გამოიზამთრებენ.

[თაკო ფეიქრიშვილი]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2020 ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

17.09.2020 ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია

17.09.2020 1-ელი ოქტომბრიდან რიგასთან პირდაპირი ფრენები გაიხსნება

17.09.2020 ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]
დერცელში მთაში წასვლამდე საქონელი შეღებეს [ფოტო]
მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ
უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან  [Photos]
14 იანვრამდე მთაში თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი
ახალქალაქის მთაში  ცხვარი დაიხოცა