FM97.5 / LIVE

‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.08.2020
ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. იგი ითხოვს აღნიშნული ფაქტი გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს.

enzel-mkoian
ტარიელ მურმანიშვილმა განცხადება დღეს 10 აგვისტოს გააკეთა. მისი თქმით, ენზელ მკოიანის მუქარის შემცველი ტექსტებით ორჯერ დაურეკეს.

„საქმე შეეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს... ორ ფაქტად იყო განხორციელებული ეს სატელეფონო მუქარა. პირველი ფაქტი 2020 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა, დაახლოებით 18:00 საათი იქნებოდა, როდესაც ბატონ ენზელ მკოიანს დაურეკეს მისსავე მობილურ ტელეფონზე მესენჯერის საშუალებით შემოვიდა ზარი, იქიდან მოსაუბრე პიროვნება მას ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით, რომელმაც განუცხადა,რომ ჩამოცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არ განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს.

ოთხი დღის შემდეგ, 24 ივლისს, საღამო საათებში მეორე სატელეფონო ზარი განხორციელდა, უკვე „ვოცაფის“ მეშვეობით დაუკავშირდნენ, პიროვნება ისევ რუსულ ენაზე საუბრობდა. შემოსული ზარი ინდექსის მიხედვით მოსკოვიდან იყო. მას ისევ რუსულად და კავკასიური აქცენტით ელაპარაკებოდნენ, ისინი გადავიდნენ ფულის გამოძალვაზე. მიმართვა იყო ასეთი - „ეი ოლიგარქ,როგორ ხართ?! ბიზნესში რომ ხარ, რატომ არ იხდი ფულს, უნდა გადაგვიხადო 5 მილიონი დოლარი“. მკოიანმა ჰკითხა, თქვენ ვინ ხართ, ან რომ არ გადაგიხადოთ, რას იზამთო. იქიდან წამოვიდა მუქარა, ორი პიროვნება ესაუბრებოდა. ერთი ეუბნებოდა, 15 წელი ციხეში ვიჯექი, ახალი გამოსული ვარ და თუ ჩვენს მიერ მოწოდებულ ანგარიშის ნომრებზე მითითებულ ქვეყნებში შენ არ ჩარიცხავ 5 მილიონ დოლარს, ჩვენ მოგკლავთ და კიდევ 20 წლით წავალთ ციხეშიო...ვიცით სად და როგორ დადიხართო, ისიც ვიცით რას საქმიანობ და როგორ მოძრაობო, ვიცით საიდან ჩამოხვედი და სად მიდიხარ, ამიტომ თუ არ გადაიხდი ამ ფულს, აუცილებლად მოგკლავთო ... რა თქმა უნდა ამას შეპასუხება მოჰყვა და გაითიშა“, - განაცხადა მურმანიშვილმა.


"ოცნების" დეპუტატის ადვოკატმა მიმდინარე წლის 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა.

"მოგეხსენებათ,რამდენიმე თვის წინ მის მიმართ დღისით განხორციელდა თავდასხმა მოკვლის მიზნით, მას 3-ჯერ ესროლეს დამიზნებით, მერე პოლიციელების ჩართვით ის გადარჩა, 26 მარტს მოხდა ეს სროლა ახალქალაქში. მან საკუთარი თვალით შეხედა სიკვდილს. ამ თვეების განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მას ადანაშაულებდნენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

ეს ადამიანი და მისი ოჯახი დასტრესილია, მისი მეუღლე წამლებს სვამს, მარტო არსად უშვებენ ენზელს და ახლა ეს მუქარის ფაქტიც დაემატა. წარმოიდგინეთ, პირველ შემთხვევაში, მას ოჯახის წევრების სიცოცხლის წართმევით ემუქრებოდნენ, მეორე შემთხვევაში სიცოცხლის წართმევით ემუქრებიან“, - აცხადებს მურმანიშვილი.

მისივე განმარტებით, მკოიანი ითხოვს, აღნიშნული ფაქტი გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

„თავიდან გაოგნებული, შეშინებული იყო ბატონი ენზელი, შემდეგ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე. რატომღაც ეს ჩვენი განცხადება აღმოჩნდა სამცხე–ჯავახეთის რეგიონული პოლიციის განყოფილებაში. რადგან მუქარა განხორციელებულია საქართველოს პარლამენტის წევრზე, შესაბამისად, რეგიონულმა პოლიციამ ეს არ უნდა გამოიძიოს, ჩვენ გვსურს, ეს წამოღებული ჰქონდეს გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო ნაწილმა გამოიძიოს“, - განაცხადა მურმანიშვილმა.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. იგი ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა მკოიანი მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ დაასახელა.

[sknews.ge]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
‘მკოიანს ახლობლის გატაცებით დაემუქრნენ, კიდევ 5 მილიონს ითხოვენ’ – ადვოკატი
ენზელ მკოიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის
‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს
‘არმენ მკოიანის გათავისუფლებისთვის 20 000 ხელმოწერა შეგროვდა’ - ადვოკატი
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო