FM97.5 / LIVE

'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2020
გადამწვარი სახლები, დაზიანებული ავეჯი და ავტომანქანები – რას უკავშირებენ ადგილობრივები რვა აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებას.

117231684_317746499369440_258758876902088348_n

ახალქალქალაქში, სადაც გუშინ, რვა აგვისტოს დაპირისპირება მოხდა და 27 წლის ახალგაზრდა მოკლეს, ახლა სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალამცველები აკონტროლებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელ გულიკამელებსა და ახალქალაქელებს შორის დაპირისპირება ოთხი წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

„ოთხი წლის წინ გულიკამელებმა ახალქალაქში, სამველ გაბრიელიანის სასტუმროში ნომრები დაჯავშნეს, გაბრიელიანმა უთხრა, რომ ჩემი სასტუმრო არ მუშაობსო, ამის გამო შეაგინეს და კონფლიქტიც დაიწყო, სავარაუდოდ მაშინდელ მომხდართან კავშირშია გუშინდელი ჩხუბიც“, – ამბობს გაბრიელიანის სასტუმროს მიმდებარედ მცხოვრები.

117267807_362499081574105_1805357690514510925_n

117318397_1023287868110858_4165140542585058201_n

მისი თქმით, სახლების გადაწვა გულიკამელებმა 27 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს.

„100 კაცი მაინც იყო, ხელკეტებით შეიარაღებულები, კარს და ფანჯრებს ამტვრევდნენ და ხანძარს აჩენდნენ, ვერავინ ეკარებოდა, ყვიროდნენ, ბავშვები და ქალები გამოიყვანეთ და გადაწვით ყველაფერიო. სამზარეულოში გაზის მილი გადაჭრეს და იქიდან გააჩინეს ხანძარი“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახალქალაქში მცხოვრები იური ჰაკოფიანი ამბობს, რომ სახლში იყო, როცა სროლის ხმა გაიგო, გართ გამოსულმა დაინახა, რომ დაპირისპირება ქალაქის ცენტრალურ პარკში ხდებოდა.

„საღამოს გავიგე ორი გასროლის ხმა, გარეთ რომ გამოვედი ბევრი ხალხი იყო პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ამბობენ გულიკამიდან იყვნენ ახალქალაქელებთან დაპირისპირება ჰქონიათ და სასტუმრო დააზიანეს. გულის არეში დაჭრეს ბიჭი, მერე დაიწყო არეულობა დაიარეს სასტუმროს ნათესავების სახლებში და დაანგირეს და გადაწვეს ყველაფერი, ავეჯი გადააყირავეს, ყველაფერი აურიეს“, –ამბობს ადგილობრივი იური ჰაკოფიანი.

ერთ–ერთი დაზარალებული მარინე ზარარიანი ამბობს, რომ მათი სახლი იმიტომ გადაწვეს, რომ მისი შვილი ჩხუბში მონაწილეობდა.

"სახლში ვიყავით, გაგვაგებინეს, რომ ჩვენი სახლის დასარბევად მოდიოდნენ, ყველა გამოვცვივდით და სახლში ჩემი ორსული რძალი დარჩა. მან დაინახა როგორ ისროდნენ ქვებს, რომ ფანჯრები ჩაელეწათ, კარ–ფანჯარას ურტყამდნენ რკინის კეტებს, ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ, სახლში ყველაფერი განადგურებულია. ჩვენ სასტუმროს მეპატრონის ახლობლები არ ვართ, უბრალოდ ჩემი შვილი ჩხუბში მონაწილეობდა. პოლიციაც იქ იყო და ვერაფერი გააკეთეს, პოლიციას ვუთხარით გვიშველეთო და მიპასუხა ჩვენ ვერ ჩავერევითო", – ამბობს მარინე ზარარიანი.

გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო. დაზიანებულია ავტომანქანებიც.

დღეს, ცხრა აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარის გამო, 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.



[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]
‘გულიკამელები ახალქალაქში სასტუმროს მეპატრონის შვილმა დაიბარა' – რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი
‘თუ ახალგაზრდებს დააკავებენ თავს დავიწვავ’ – გარდაცვლილი 27 წლის ბიჭის მამა
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
'კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა' - სოზარ სუბარი ახალქალაქში მომხდარზე
'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
დაპირისპირება ახალქალაქში – ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი