FM97.5 / LIVE

‘ერთი წვეთი სისხლი რომ დამრჩეს, იმასაც იქ დავაქცევ სადაც სამშობლოს დასჭირდება’ – უჩა მაჩაიძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2020
ახალციხელი უჩა მაჩაიძე აგვისტოს ომის ერთ–ერთი მონაწილეა. ომის პერიოდის გახსენება უმძიმს, თუმცა ცდილობს დეტალები აღიდგინოს და მოგვიყვეს ქართველი ჯარისკაცების გმირობაზე, რომლებმაც, როგორც თავად აღნიშნავს უთანასწორო ბრძოლაში ყველაფერს თავი კარგად გაართვეს და შინ გმირების სახელით დაბრუნდნენ.

117149733_311355910218970_3330614920574321164_n

უჩა მაჩაიძე 1977 წლის 22 მარტს, ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა #1 საჯარო სკოლა, შემდეგ სწავლა ამავე ქალაქში, აგრარულ–ეკონომიკურ კოლეჯში გააგრძელა, როგორც თავად გვიყვება კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1996 წელს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. მის შემდეგ სამხედრო ფორმა არ გაუხდია და სამშობლოს სადარაჯოზე დგას.

„ორი წელი ვიყავი სამხედრო სავალდებულო სამსახურში სასაზღვროში, სწორედ იქ გამიჩნდა სურვილი გამეგრძელებინა სამხედრო სამსახური. კოლეჯი დავამთავრე მექანიზაციის ფაკულტეტი, მაგრამ ამ კუთხით არასდროს მიმუშავია, მერე ჯარის პარალელურად იურიდულზეც ვწავლობდი დაუსწრებელზე ჯავახიშვილში. სავალდებულოში ძალიან კარგ ხალხთან მოვხვდი, სწორედ ამან მიბიძგა ვყოფილიყავი სამხედრო. მათგანაც იყო შემოთავაზებები, 1996 წლიდან რაც ფორმა ჩავიცვი არ გამიხდია“,– გვიყვება უჩა.

აგვისტოს ომის შესახებ როდესაც ბრძანება მიიღო სენაკში ბაზაზე იმყოფებოდა, იმ დროს ბატალიონის შტაბის უფროსი იყო.

„2008 წლის 7 აგვისტოს გავედით ბაზიდან ერთი ასეულით ნაკლები, რომლებიც ბაზაზე დაცვად დავტოვეთ. ტაქტიკური მარშით დავიძარით და 8 აგვისტოს გამთენიისას უკვე ზნაურის ხეობაში ვიყავით. როცა ჩვენც მოგვიწია შესვლა ქვედანაყოფს შევხვდით, რომლებიც გამოდიოდნენ და დაჭრილები და გარდაცვლილები ჰყავდათ. ძალიან რთულია ამის გახსენება, როცა ჯარისკაცს ხედავ დაჭრილს, ან გარდაცვლილს სხვანაირად მოქმედებს ფსიქოლოგიაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ უკვე შიში აღარ იყო, რადგან ბრძანება იყო რომ უნდა შევსულიყავით და შევედით“,– ამბობს უჩა მაჩაიძე.

31 წლის ჯარისკაცი იმ პერიოდში დაოჯახებული არ ყოფილა, როგორც თავად გვითხრა არც მშობლებისთვის დაურეკავს, რომ ომში თავადაც უნდა წასულიყო, როგორც მაჩაიძე ამბობს ყველა მშობლემა იცის და გაცნობიერებული აქვს ჯარისკაცი შვილის ხვედრი.

„მე არ დამირკავს ჩემებისთვის, მშობლებმა თვითონ დამირეკეს და მერე ვუთხარი უკვე რომ ომში ვიყავი. რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დიდი ემოცია, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, მერე კონტაქტი არც მქონია, სანამ ჰოსპიტალში არ მოვხვდი. არც დრო მქონდა და ტელეფონიც გამიფუჭდა“, – გვიყვება უჩა.

10 აგვისტოს ღამით დაბომბვაში მოყვა, სწორედ მაშინ მოუწია ომის დატოვება, როგორც ამბობს გახსენება ახლაც უჭირს, რადგან, არ ახსოვს აფეთქების შემდეგ პერიოდი.

„10–ში ღამით დაბომბვაში მოვყევი, იქიდან გამიყვანეს გორის ჰოსპიტალში როცა გონს მოვედი მახსოვს პირველად ჩემი იარაღი ვიკითხე, მითხრეს რომ ჩემს ბიჭებს ჰქონდათ. მერე ბევრი რამეს ვერ ვიხსნებ ძლიერი დარტყმა იყო აფეთქების შედეგად მივიღე კონტუზია,რაც აფეთქების წნევის ქვეშ მოყოლოს ნიშნავს, გონებრივი გათიშვა მქონდა, ამიტომ არ მახსოვს ბევრი რამ. თავის გაუსაძლისი ტკივილები დღემდე დამიტოვა", – ამბობს უჩა მაჩაიძე.

იმ პერიოდში როცა მშობლებთან კავშირი არ ჰქონდა მშობლები სხვადასხვა ინფორმაციას გებულობდნენ სხვებისგან, ზოგს უთქვამს ცოცხალი აღარ არის, ზოგი ამბობდა ფეხი დაკარგა.

„ჩემებმა ზუსტად არ იცოდნენ რა მჭირდა, როცა თბილისში, სავადმყოფოში, ერთ–ერთმა თანამშრომელმა ტელლეფონი შემიკეთა, დავურკე, ამ დეტალებს მეკითხებოდნენ. მერე ჩემდა გასაოცრად მამაჩემი ჩამოვიდა საავადმყოფოში, პირველი მამა ვნახე, ის პერიოდი იყო, რომ გზებზე პიკეტრირება იყო. მამაჩემი ჯავახეთიდან შემოვლითი გზით წამოსულა, რომ დავინახე ეს იმხელა ემოცია იყო ვერც კი ავღწერ“, – გვიყვება უჩა.


ომის შემდეგ იყო ბევრი რთული გზა სარეაბილიტაციო კურსები. იხსენებს ისეთ ფაქტებს, რომლებიც არასდროს დაავიწყდება.

„ჩემი ბატალიონიდან სამი ჯარისკაცი დავკარგეთ, ეს იყო ყველაზე რთული, ერთი იმ ასეულიდან რომლიც სენაკში დავტოვეთ. ყველას მინდა ხმამაღლა მადლობა გადავუხადო! ძალიან მაგარი ბატალიონი იყო!"

უჩა მაჩაიძე მოხუცებს იხსენებს, რომლებიც სოფელ ავნეში ნახა და რომლებმაც საკუთარი სახლი მისი თხოვნის მიუხედავად არ დატოვეს.

„ავნევში მახსოვს მოხუცები, სოფელი ფაქტიურად დაცლილი იყო, რომ შევდიოდით ეზოდან გავიგეთ ხმაური, მოხუცი კაცი დავინახე ვეკითხები – აქ რას აკეთებ? რატომ ხარ თქო? მიპასუხა – რას უნდა ვაკეთებდე სახლში ვარო. ვთხოვდი, რომ გამოგვყოლოდა, მითხრა სოფელს ვერ დატოვებ და და მეუღლეს, რომელიც თურმე ლოგინად ყოფილა ჩავარდნილი. მინდოდა გორამდე წამეყვანა, მაგრამ ვერ დავტოვებ ცოლსო მიმეორებდა“, – ამბობს უჩა და ნერვიულობა ისევ ეტყობა.

– ომის დასრულების შემდეგ ხომ არ მოგიკითხავთ მოხუცები? – ვეკითხები.

„კი, ვიკითხე რა თქმა უნდა, ვუხსნიდი ხალხს სად ცხოვრობდნენ, რომ გამეგო როგორ იყვნენ, მეც მიჭირდა თან ამ ადგილების გახსენება, მერე აღმოჩნდა, რომ ეს სოფელი კიდევ ბევრ მოხუცს არ დაუტოვებია, ამიტომ ამბის გარკვევა გამიჭირდა“.

როგორც, კაპიტანი უჩა მაჩაიძე გვიყვება, თავის გადაწყვეტილებით ამაყია. არც ომის შემდეგ უფიქრია სამხედრო სამსახურის დატოვება. ომიდან დაბრუნების შემდეგ ოჯახი ორ წელში შექმნა. ახლა ორი შვილი ჰყავს და სამხედრო სამსახურს ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრ ორფოლოს სამხრეთი S-3, S-2 უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

„არასდროს ვინანებ ჩემს გადაწყვეტილებას და ყველას მოვუწოდებ ვისაც მართლა გულით სურს ემსახუროს ქვეყანას, ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემმა შვილებმა, რომ ასე გადაწყვიტონ, მე ამ საკითხს მივესალმები. იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი ერთეულების ხვედრია, ეს ყველას არ შეუძლია. ბევრჯერ მითქვამს და ვიტყვი, ერთი წვეთი სისხლი რომ დამრჩეს, იმასაც იქ დავაქცევ სადაც სამშობლოს დასჭირდება“, – ამბობს უჩა მაჩაიძე.

სამცხე–ჯავახეთში 2008 წლის აგვისტოს ომში 7 ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ახალციხიდან, სამი ადიგენიდან, ერთი ასპინძიდან და ერთი ახალქალაქიდან იყო.

117233147_293727658584415_4398794326225181286_n

[ნუკა სტეფნაძე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი'
ომარ მელიქიძე: ‘ერგნეთს რომ ვტოვებდით,  ბომბები ისროლეს,  ფეხი მაშინ დავკარგე’
პაატა  ჯიბუტი: 'მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის იბრძოდა და ვინც ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა'
'თუ საქართველოში ომი დაიწყო, ვეღარ გადავრჩები, ბიჭებს ვერ დავტოვებო' – აგვისტოს ომის ადიგენელი გმირი
'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'–  ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]
აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა
ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან