FM97.5 / LIVE

ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთზე საუბარს ერიდებიან

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთის დადგმასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ერიდებიან. უმეტესობა სახლიდან გამოსვლისგან თავს იკავებს.

ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთზე საუბარს ერიდებიან
28 ნოემბერს, მინარეთის დაბრუნებიდან მეორე დღეს, ჭელაში, იქ სადაც სამღვდელოებაა შეკრებილი, ამ დრომდე არცერთი ადგილობრივი ქრისტიანი არ გამოჩენილა. "სამხრეთის კრიბჭეს" მათი მოსაზრების მოსასმენად კარდაკარ მოუხდა სიარული. ქრისტიანი მოსახლეობის უმრავლესობა დღეს სახლიდან არ გამოდის.

ერთ-ერთმა ქალბატონმა მოგვიბოდიშა და გვითხრა, რომ ვერ დაგველაპარაკებოდა. ერთ-ერთი შუახნის ქალბატონი კი გზაზე შეგვხვდა და როგორც კი მინარეთზე შეკითხვა დავუსვით, გვითხრა, რომ ეს მისი საქმე არაა.

სასულიერო პირმა, რომელიც კარდაკარ ჩაწერის პროცესში შეგვხვდა, გვთხოვა, რომ ქრისტიანებისთვის მოსაზრება არ გვეკითხა: "ძალიან გთხოვთ, ქრისტიანებს ამ თემაზე ნუ დაელაპარაკებით. ისინი დაშინებული არიან. ყველა ძალიან მეცოდება".

ადგილობრივი ხათუნა ქაფიანიძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მინარეთის დემონტაჟის გამო მეზობლები გაუნაწყენდნენ: "აღარ მინდა აღარაფრის თქმა, იმიტომ, რომ როცა მინარეთი აიღეს გარშემო ყველა მომემდურა. ამიტომ სამი თვე სახლიდან არ გამოვდივარ. ეს უბანი საერთოდ აღარ მელაპარაკება".

ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთზე საუბარს ერიდებიანჭელაში მცხოვრები ავთო ქაფიანიძე ამბობს, რომ თუ მთავრობამ გადაწყვიტა მინარეთის დადგმა, ესე იგი უნდა დაიდგას:
"თუ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიდგას, მე რა შუაში ვარ. ხელს არ მიშლის ეს მინარეთი. ილოცონ, ნუ იყვირებენ. ისე იყვნენ, გაუმარჯოთ ღმერთმა. კაცმა ილოცოს სადაც უნდა, ოღონდ ხელს ნურავის შეუშლის".

ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთზე საუბარს ერიდებიან"მინარეთის რა გითხრა, მაგრამ მეჩეთი უნდა ყოფილიყო და იყოს. არც მინარეთი არაფერს გვიშლის, ოღონდ იქიდან ნუ იყვირებენ. თუ არ იყვირებენ იდგეს, რას გვიშლის", - ამბობს ადგილობრივი მერი მუმლაძე.

შეგახსენებთ, სოფელ ჭელის მეჩეთთან მინარეთი დემონტაჟიდან სამი თვის შემდეგ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით, სამ საათში დააბრუნეს. მუსლიმებმა მინარეთის დაბრუნების ნებართვა ადიგენის საკრებულოსგან მას შემდეგ მიიღეს, როცა ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

[sknews.ge]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
ჭელაში მინარეთი დააბრუნეს [Photo]
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება