FM97.5 / LIVE

ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2020
რუსეთ – საქართველოს ომიდან 12 წლის თავზე, ახალციხეში, ომში დაღუპულთა მემორიალი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივებმა, საეკლესიო პირებმა ყვავილებით შეამკეს.

117237068_1128348517564731_6783884262350652558_n

დღეს, 8 აგვისტოს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ცენტრალურ პარკში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 12 წლის წინ 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს.

ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა, მამა ნიკოლოზმა გარდაცვლილთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

„12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ გავიხსენეთ ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს, სწორედ ამ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის შესწირეს თავი და უფლება არ გვაქვს ეს ადამიანები არ გვახსოვდეს და მათი ოჯახები დავივიწყოთ", – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსის დავით ფეიქრიშვილის განცხადებით სამშობლოსთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„ამ ომმა ის დაგვანახა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მართალია დავკარგეთ ჯარისკაცები, მაგრამ რუსეთმა იგრძნო ქართული შეიარაღებული ძალების ძალა, რომ ქართველ კაცს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ მტერს. სანამ ერთი ქართველი კაცი მაინც იარსებებს დედამიწაზე არცერთ გოჯ მიწა–წყალს არ დავთმობთ", – თქვა დავით ფეიქრიშვილმა.

სამცხე–ჯავახეთში 2008 წლის აგვისტოს ომში 7 ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ახალციხიდან, სამი ადგიგენიდან, ერთი ასპინძიდან და ერთიც ახალქალაქიდან იყო.

2

1

[ნუკა სტეფნაძე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს  [R]
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს [Photo]
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
28 წელი აფხაზეთის ომიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
დღეს, 2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან თერთმეტი წელი გავიდა ®