FM97.5 / LIVE

სამ საათზე მეტია “ქართული ოცნების” აქტივისტი დაკითხვაზე იმყოფება

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 26.06.2012
კოალიცია “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის წევრს ნუგზარ (მერაბ) ზაქაიძეს ახალციხის რაიონული სამმრთველოს შენობაში ამ წუთებშიც ჰკითხავენ

სამ საათზე მეტია “ქართული ოცნების” აქტივისტი დაკითხვაზე იმყოფება

ზაქაიძის დაკითხვასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი დაკითხვიდან გამოსულმა ადვოკატმა გიორგი ჯვარიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ზაქაიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით, მოწმის სტატუსით ჰკითხავენ: ”ედავებიან, რომ 2001 წელს გორში 220 ტომარა ფქვილი იყიდა, რაშიც 4400 ლარი უნდა გადაეხადა. გადახდილი აქვს 3 100 ლარი, ნაწილი ისევ გადასახდელი აქვს. ამიტომ ის ვისთვისაც უნდა გადაეხადა, ჩივის, რომ თაღლითია და ფული ბოლომდე არ გადაუხდიაო”.

ადვოკატის თქმით, ზაქაიძე ამბობს, რომ მან თანხა სრულად გადაიხადა და ამის მოწმეებიც არსებობენ: “ზაქაიძე აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. აქამდე ეს ფული გადახდილი რომ არ ქონოდა, 11 წლის განამვლობაში მოკითხავდნენ”.

ადვოკატის განცხადებით, ზაქაიძის დაკითხვა არჩევნებს უკავშირდება: “ასე ხალხს აშინებენ, ეს არის პოლიტიკური ზეწოლა”.

ჯვარიძის განცხადებით, ეს საქმე არანაირ კავშირში არაა სისხლის სამართლის დანაშაულთან: “ვერ ვხვდები რა შუაშია აქ პოლიცია, ან პროკურატურა. გამოძიებაში რა აქვთ, ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ, რამდენადაც ვიცნობ საქმეს, ეს არის სამოქალაქო დავა. მომჩივანს შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის და თუ მართლა ექნებოდა ზაქაიძეს გადასახდელი, დააკისრებდნენ გადასახადს”.

ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი ამბობს, რომ ზაქაიძეს თავს ასე ადვილად არ დაანებებენ, რადგან ის შტაბის აქტიური წევრია: “ეს არის წმინდა პოლიტიკური ტერორი, კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება შეაშინო მოსახლეობა. თუ “ქართულ ოცნებას” დაუჭერ მხარს, მოგიძებნიან სარჩულს, რომ გამოგთიშონ პოლიტიკური საქმიანობიდან”.

ზაქაიძის ბავშვობის მეგობრის და ასპინძის შტაბის წევრის პაატა ქავთარაძის თქმით, ზექაიძეზე ზეწოლა მას შემდეგ ხორციელდება, რაც მან ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ასპინძაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო: “ამ მიზეზით სასწრაფო დახმარების სამსახურიდან მისი მეუღლეც გაათავისუფლეს”.

ზაქაიძის დაკითხვა დღეს დაახლოებით 14:30 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ზაქაიძეს ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ზარიძე ჰკითხავს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

რვასაათიანი დაკითხვა 12 წლის წინ მომხდარის შესახებ
რვასაათიანი დაკითხვა დასრულდა
"ქართული ოცნების" წევრი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება
შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა
ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში
ლეგაშვილის ხუთსაათიანი დაკითხვა დასრულდა