FM97.5 / LIVE

ახალციხეში აზერბაიჯანის მოქალაქეს კუთვნილი მანქანა დაუზიანეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 06.08.2020
ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრებ აზერბაიჯანის მოქალაქეს, კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომობილი დაუზიანეს. დამსხვრეულია წინა და უკანა საქარე მინები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

MANQANAAA

შემთხვევა 4 აგვისტოს, ღამით დაახლოებით 00:00 საათზე მოხდა. როგორც მანქანის მეპატრონე, აზერბაიჯანის მოქალაქე, რამინ მარდალიევი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, მისი კუთვნილი BMW საცხოვრებელ სახლთან ჰყავდა გაჩერებული: „ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, ყველა ვიწექით სახლში, რამდენიმე კაცი მოვიდა, არ ვიცი ვინ იყვნენ, 2-3 წუთში დააზიანეს მანქანა და ეგრევე გაიქცნენ. ხმაური გავიგე, სანამ ჩავიცვი და გამოვედი უკვე წავიდნენ, ვერავინ ვიცანი. გამოვუძახე პოლიცია“.

მარდალიევი რეპატრირებული მესხების ოჯახიდანაა. იგი წლებია ახალციხეში ცხოვრობს. ამბობს, რომ აქამდე კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

„საერთოდ, პირადად არავისთან კონფლიქტი არ გვქონია. იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემი მეზობლები იყვნენ ჩვენი სახლის ზემოთ, სვამდნენ, ქეიფობდნენ და მგონია, რომ მათი გაკეთებულია“, - ამბობს დაზარალებული.

მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია იმავე საღამოს გამოიძახა, თუმცა ამ დრომდე ელოდება პასუხს სამართალდამცველებისგან: „არაფერს მეუბნებიან, უყურადღებოდ ვარ, იმიტომ, რომ აზერბაიჯანის მოქლაქე ვარ“.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



[თაკო ფეიქრიშვილი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა
‘გზაში დედა შემაგინა, მერე სახლთან დამხვდნენ’ - ახალციხეში 52 წლის კაცს სცემეს
ახალციხეში 20 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]
ახალციხეში 37 წლის კაცი მამის ცემის ბრალდებით დააკავეს
ახალციხეში, გაჩერებული სატვირთო მანქანა ხევში დაგორდა
ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა