FM97.5 / LIVE

‘ფულს ხარჯავენ, წყალი არ გვაქვს’ - აწყურში სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება მოხდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2020
აწყურში თვითმმართველობა სარწყავი წყლის სისტემის მილებს ამატებს, თუმცა ადგილობრივების ნაწილი სამუშაოებს აპროტესტებს და ამბობს, რომ თუ მილები ისე გაკეთდება, როგორც ახალციხის მერია გეგმავს, ბიუჯეტიდან ფული ტყუილად დაიხარჯება, წყლით კი ადგილობრივები ვერ ისარგებლებენ. ახალციხის მერიაში ამტკიცებენ, რომ წყალი ყველას ნაკვეთამდე მივა.

‘ფულს ხარჯავენ, წყალი არ გვაქვს’ - აწყურში სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება მოხდა

სარწყავი წყლის გამო, აწყურში მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირსპირდა. მცხოვრებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მერია სარწყავი წყლის მილების დაგრძელებას სწორი გეგმით ახორციელებს, მეორე ნაწილი კი აპროტესტებს და ამბობს, რომ თუკი პროექტი არ შეიცვალა, ბიუჯეტიდან ფული უმიზნოდ დაიხარჯება, ნაკვეთების ნაწილი კი რწყვის სეზონზე, წყლის გარეშე დარჩება.



ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვებიან, რომ სოფელში სარწყავი წყლის სისტემა 90-იან წლებში მოიშალა. 2016 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქ სატუმბი სადგური აღადგინა, წყალი კი, 90-იანებში მოქმედი ქსელის მილებში, გარკვეულ ადგილამდე, გორამდე მიედინებოდა. ამ წყლით მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი სარგებლობდა, რადგან გორის მიღმა არსებულ ნაკვეთებამდე წყალი ვერ აღწევდა.

ბოლო ოთხი წელია, ადგილობრივები სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სარწყავი წყლის მილების დაგრძელებას ითხოვდნენ, რადგან წყლით უფრო მეტი ნაკვეთი მორწყონ.

„ძველი პროექტით, რომელიც 90-იანებში იყო, წყალი „კაკლებამდე“ მოდიოდა. ახლაც ასე დაგვპირდნენ. სანამ დაიწყებდნენ მშენებლობას, გვკითხეს, როგორ გვინდოდა. მთელი სოფელი თანახმა იყო, რომ ისე გაკეთებულიყო, როგორც მანამდე იყო. ამაზე დაგვთანხმდნენ, მაგრამ მერე მოულოდნელად შეცვალეს გეგმა და მილის აყვანა გორაკზე დაიწყეს, ისე რომ არაფერი გვითხრეს“ – ამბობს აწყურში მცხოვრები სიმონ იაშვილი.



მისივე მტკიცებით, ამ გეგმით გორაკზე ასული წყალი საკმარისად ვერ განაწილდება და დაახლოებით 15 ოჯახის მიწის ნაკვეთები, სარწყავი წყლის გარეშე დარჩება.

„სარწყავი სისტემა, რომელიც 90-იან წლებამდე მუშაობდა, გორის გვერდის ავლით, მთის ფერდობზე ადიოდა, საიდანაც წყალი მთელს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ახალი პროექტით ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენი მიწის ნაკვეთები უფრო მაღლაა, ეს მილები დაბლა, ვერ მოირწყვება“, - ამბობს ადგილობრივი ჯულიეტა სვანიძე.

იმავეს ამბობენ სხვა ადგილობრივებიც და ითხოვენ, რომ მილმა ისევ ძველ ხაზზე გაიაროს.

საკითხთან დაკავშირებით, ნაკვეთების მეპატრონეებს აწყურის რწუმებული, რომან გორგაძე შეხვდა: „არ დავტოვებთ მოსახლეობას სარწყავი წყლის გარეშე, პროექტი იმიტომ შეიცვალა, რომ ხალხს უნდოდა ასე, მაგრამ მოსახლეობას აუცილებლად ექნება სარწყავი წყალი“ –განაცხადა გორგაძემ.



მოსახლეობის პროტესტს ეხმაურებიან ახალციხის მერიაშიც. მერი, ზაზა მელიქიძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ წყალი, ამ ახალი პროექტის მიხედვითაც მივა მათ ნაკვეთებამდე და სადაო არაფერი ექნებათ: „მანდ მეზობლებს შორის არის დავა, როგორც ვიცი ძმებს შორის. ერთსსაც და მეორესასც უნდათ, რომ თავიანთ ნაკვეთებთან ახლოს იყოს წყალი, თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტი არის მთლიანად მოსახლეობა, ამიტომაც ჩვენი პროექტი და შეთანხმება არის, რომ ერთმაც მიიღოს და მეორემაც. ეს პროექტი ითვალისწინებს მილის კიდევ უფრო დაგრძელებას. იმ გორაზე ავა წყალი და შემდეგ იგივე დიამეტრის მილით გაგრძელდება და მიაღწევს იმ წერტილშიც, სადაც უნდოდათ“ – ამბობს მელიქიძე.

ახალციხის მერის ინფორმაციით, სარწყავ ქსელს მუნიციპალიტეტის ააიპ „მელიორაციისა და წყალანირების სამსახური“ საკუთარი ხარჯებით აკეთებს და პროექტის ღირებულება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამუშაოები დასრულდება.

ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე მოსახლეობას პირდება, რომ უახლოეს კვირაში პროექტი დასრულდება და წყალს ყველა თანაბრად მიიღებს.

[რობიზონ ზარიძე, შალვა ალავიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში
აწყურის რწმუნებული: ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება
ვალეში, მოსახლეობა ძველი სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
დაბა ასპინძაში სარწყავი არხის რეაბილიტაცია იგეგმება
მერეთის თემის 4 სოფლის სავარგულების  სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი [R]