FM97.5 / LIVE

სასულიერო პირების ნაწილმა სოფელი ჭელა დატოვა

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
28 ნოემბერს სოფელ ჭელაში დილიდან შეკრებილი სასულიერო პირების ნაწილი სოფელ ჭელას ტოვებს. ისინი აცხადებენ, რომ არ სჯერათ მუსლიმების დაპირების, რომ მინარეთიდან მოლა მოძახილს არ გააკეთებს.

სასულიერო პირების ნაწილმა სოფელი ჭელა დატოვა
მამა დავით ნოზაძე

„ლოცვას ჩვენ არავის ვუშლით, მაგრამ მინარეთი არის იმისთვის, რომ მოძახილი გააკეთონ. მე ტაძარში ზარს რატომ ვრეკავ? იმისთვის, რომ ხალხს მოვუწოდო ლოცვისკენ, მინარეთის დანიშნულებაც ეს არის. ევროკავშირი თურქეთს სთხოვს, რომ თუ ევროკავშირში ყოფნა სურთ, დღეში 5-ჯერ არ გააკეთონ მოძახილი. თავისუფალი არჩევანის უფლებას კი არავინ არავის უკარგავს",- ამბობს მამა დავით ნოზაძე.

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ დღევანდელი საპროტესტო აქცია დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მრევლს, რომ დღეს თავი შეიკავონ მეჩეთში სალოცავად მოსვლისგან. აქ ამოსულები არიან მართმადიდებელი მღვდლები, ჩვენ მათ პატივს ვცემთ და არ გვინდა, რომ დაძაბულობა გამოიწვიოს რაიმე ფაქტმა. რამდენხანსაც სურთ ილოცონ, ჩვენ ეს ადამიანები ხელს არ გვიშლიან“, - ამბობს იგი.

მართმადიდებელი მღვდლების ნაწილმა უკვე დატოვა სოფელი. ამდრომდე ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. ჭელაში დილიდან იმყოფება შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი გელა კოხოძეც.

შეგახსენებთ, მინარეთის დაბრუნების გამო ჭელაში 28 ნოემბერს დილიდან შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მეჩეთის ეზოში საპროტესტო პარაკლისი გადაიხადეს.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელი ჭელა მინარეთის დაბრუნებიდან მეორე დღეს [Photo]

ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ
ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი: მინარეთის დაბრუნებით სახელმწიფომ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა
ჭელაში ქრისტიანები შეიკრიბნენ [Photo]
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
მინარეთს მეჩეთის მოშორებით დაასაწყობებენ