FM97.5 / LIVE

სამი ციხის ისტორია

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 03.08.2020
საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ციხეზე, მშრალი წყობით აგებულ და ბორჯომის ხეობის დამცველ ციხეზეც უნდა გიამბოთ.

okros-cixe ფოტო - ბადრი ვადაჭკორია

ოქროს ციხე

ოქროს ციხე – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყასთან მდებარეობს.
იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია.
ოქროს ციხე ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.

ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.

აბულის ციხე

ABULIS CIXE

აბულის ციხე, სამცხე–ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის მთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2670 მეტრზე. ძეგლი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. იგი ციკლოპური ციხეა, ნაგებია მშრალი წყობით, დაუმუშავებელი ქვებით, წყობაში გვხვდება ძალიან დიდი ზომის ქვებიც.

აბულის სიმაგრე გამორჩეულია. ნაგებობა გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. პატარა აბულის სამხრეთი კალთა, რომელზეც ციხე მდებარეობს, მორენებითაა დაფარული. ბუნებრივი პირობებით უსარგებლიათ სიმაგრის აშენებისას და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. შორიდან ეს სამალავებ შეუმჩნეველია, რადგან საერთო ქვიანი მასებისგან არ განირჩევა. ცენტრალური ნაგებობა შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. კედლების სიმაღლე 5 მეტრამდეა, სიგანე კი ზოგან 3 მეტრს აღწევს. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა - მომრგვალებული. ციხე გამაგრებულია კონტრფორსებით. შესასვლელი ორია - სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებულია 40-მდე სადგომი, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები და გალავნის შიგნითა სათავსები გვხვდება, როგორც წრიული, ასევე სწორკუთხა გეგმარების. სადგომებს გადახურვა შემდეგნაირია: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია. აბულის ციხის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც ციხე-კომპლექსის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა.

აწყურის ციხე

ACYURIS CIXEფოტო - shermazana

აწყურის ციხე, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან მდებარეობს. იგი ისტორიულ წყაროებში პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. აწყურის ციხის მშენებლებმა ძალიან მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდოვანი რელიეფი და სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა შექმნეს. ციხეში შესვლა შესაძლებელია კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით. აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში სიმაგრე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხის აღება რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, აწყურის ციხე გათავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან. ციხე-სიმაგრე სრული სახით არ არის შემორჩენილი.

[გულო კოხოძე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქმნის თუ არა საშიშროებას ადიგენში ‘ოქროს ციხის’ საყრდენ ქვაზე გაჩენილი ბზარი
აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]
მოგზაურთათვის – 'წამყე ადიგენისკენ!'
ახალციხის ციხე 28–29 აპრილს არ იმუშავებს
დღეს ახალციხის ციხე აკურთხეს
ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება
დღეს ახალციხის ციხე ვიზიტორებს არ მიიღებს