FM97.5 / LIVE

ბორჯომში ავარიისას დაშავებული ქალი თბილისის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2020
36 წლის პაციენტი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. აქ მას ბარძაყისა და მხრის ძვლის მოტეხილობების ფიქსაცია ჩაუტარდა. ამ დროისათვის, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბორჯომში ავარიისას დაშავებული ქალი თბილისის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა

ავარიისას დაშავებული ქალი ბორჯომის საავადმყოფოდან კატასტროფის მანქანით გუშინ, 1–ელ აგვისტოს, საღამოს 19:30 საათზე გადაიყვანეს. იგი ამჟამად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა: „პაციენტი შემოვიდა პოლიტრამვით.
აღენიშნებოდა ქალა ტვინის დახურული ტრამვა და დიფუზურ აქსონალური დაზიანება, თავის ტვინის შეშუპება, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა და ტრამვული შოკი. მდგომარეობა არის მძიმე“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

ამჟამად, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება: „ჩაუტარდა ბარძაყის და მხრის ძვლის მოტეხილობების ფიქსაცია და ორმხრივი დეკომპრესული ტრეპანაცია. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა“.

რაც შეეხებათ სხვა პაციენტებს, დღეს, 2 აგვისტოს ბორჯომის საავადმყოფო მათ ეტაპობრივად დატოვეს. ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ორი პაციენტი რჩება: „ორი პაციენტია კლინიკაში, დანარჩენები გაწერილები არიან. დღესვე გაეწერა არასრულწლოვანიც. ვინც კლინიკაში რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ ბორჯომის საავადმყოფოში.

ბორჯომში ავტოავარია 1–ელ აგვისტოს მოხდა. ლიკანის დასახლებასთან ერთმანეთს ახალციხე–თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახნენ. დაშავდნენ მგზავრები და ავტომანქანების მძღოლები.

[თაკო ფეიქრიშვილი]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, ავარიის შედეგად დაშვებული 36 წლის  ქალი გარდაიცვალა
ბორჯომში, ავარიის დროს დაშავებულმა, ორმა პაციენტმა კლინიკა დატოვა
ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება
48 წლის კაცი, რომელსაც კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა მართვით სუნთქვაზეა
ასპინძაში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ერთი პაციენტი მკურნალობს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია