FM97.5 / LIVE

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელის მეჩეთთან, სადაც 27 ნოემბერს, გვიან ღამით, მინარეთი დააბრუნეს, ქრისტიანი სასულიერო პირები სავედრებელ პარაკლისს იხდიან.

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
პარაკლისს იხდის ჭელის მეზობლად მდებარე სოფლის, ზარზმის, ამავე სახელწოდების მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ გეწაძე.

აქ იმყოფებიან სოფელ დიღომის წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე და ჭელაში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებელი ბერდია ქაფიანიძე, რომლებიც წუხელ მინარეთის აღმართვასაც ესწრებოდნენ.

მეჩეთთან შეკრებილი არიან სხვა სასულიერო პირები, ადგილობრივი ქრისტიანები და ადიგენის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრებიც. შეკრებილები მეჩეთთან მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ.

ამ დროისთვის მეჩეთთან არ ჩანან ადგილობრივი მუსლიმები. დილიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანია მეჩეთში სალოცავად შესული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა მუსლიმ თემს მოუწოდა თავი შეიკავონ მეჩეთთან შეკრებისგან, მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

ჭელაში იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან

შეგახსენებთ, სოფელ ჭელის მეჩეთთან მინარეთი დემონტაჟიდან სამი თვის შემდეგ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით, სამ საათში დააბრუნეს. მუსლიმებმა მინარეთის დაბრუნების ნებართვა ადიგენის საკრებულოსგან მას შემდეგ მიიღეს, როცა ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

ჭელაში გუშინ ღამითვე გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებმაც მეჩეთის ეზოში ხატებით და სანთლებით ხელში საპროტესტო პარაკლისი გადაიხადეს.

ჭელის მეჩეთის დემონტაჟი შემოსავლების სამსახურმა 26 აგვისტოს განახორციელა. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ჯერ მუსლიმები მართავდნენ აქციას, მინარეთის დაბრუნებისა და დემონტაჟისას დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, შემდეგ კი ქრისტიანები, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებდნენ არ დაეშვა მინარეთის დაბრუნება ჭელაში.

ორივე მხარემ აქციები დაპირებების შემდეგ შეწყვიტა. მუსლიმებს მთავრობის დაპირება მეჩეთის დაბრუნების შესახებ ჯერ ბათუმში, არჩილ ხაბაძემ გააცნო, მოგვიანებით კი თავად იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაპირდა მათ მინარეთის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას. ქრისტიანებმა კი დაპირება რომ მინარეთი არ დაბრუნდებოდა, აქციებზე, საპატრიარქოსგან მიიღეს.

თუმცა, არცერთი მხარე უქმად არ გაჩერებულა. მოგვიანებით, მუსლიმებმა ადგილობრივ გამგეობას წერილობით მიმართეს მშენებლობის ნებართვის თხოვნით და დოკუმენტაციის მოწესრიგება დაიწყეს. გამგეობას წერილობით მიმართეს ქრისტიანებმაც, უცვლელი მოთხოვნით, არ დაბრუნებულიყო მინარეთი ჭელაში.

მიუხედავად ამ ორი ურთიერთსაპირისპირო განცხადებისა, ადიგენის საკრებულომ, 27 ნოემბერს, სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის ნებართვა მისცა.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ჭელაში ქრისტიანები შეიკრიბნენ [Photo]
ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ
ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'