FM97.5 / LIVE

ბორჯომში ავარიისას დაშავებულმა მგზავრმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო

მთავარისიახლე, შემთხვევა 01.08.2020
ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსისა და სადისტრიბუციო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრებს დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნებათ. განსაკუთრებით რთულია ერთი მათგანის მდგომარეობა.

borjomis-saavadmyofo

ბორჯომის საავადმყოფოს მენეჯერის, ირაკლი დიასამის განმარტებით, დაშავებულებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის ტრავმა აქვს მიღებული და შესაძლოა თბილისში გადაყვანა დასჭირდეს.

„ ამ წუთებში უტარდება კატე, კვლევა. ველოდებით პასუხს. ამის შედეგად გავიგებთ თბილისში გადაყვანა გახდება თუ არა საჭირო. ამ ეტაპზე, პირველადი სასწრაფო რომ იყოს ტრავმატოლოგიური ოპერაციები ჯერ ასეთი მდგომარეობა არ არის, შესაძლოა შემდეგ დასჭირდეთ“.
შეჯახების შემდეგ, ბორჯომის საავადმყოფოში სულ 12 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის ავტომანქანების მძღოლები.

ხუთმა პაციენტმა საავადმყოფო უკვე დატოვა: „ჩვენთან, ამჟამდად, შვიდი პაციენტია დარჩენილი. მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვთ. აღენიშნებათ საშუალო სიმძმის ტრავმები“, - ამბობს საავადმყოფოს მენეჯერი.

დღესვე დაშავებული მგზავრები შეიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიც: „ჩვენთან ორნი არიან, ბიჭი და გოგო. თავს კარგად გრძნობენ, ნევროპათოლოგმა უნდა გასინჯოს“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს დღეს, 1-ელ აგვისტოს შეეჯახა.

[ნუკა სტეფნაძე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, ავარიის დროს დაშავებულმა, ორმა პაციენტმა კლინიკა დატოვა
ადიგენში ავარიისას დაშავებულებიდან სამი თბილისში გადაიყვანეს
ბორჯომში ავარიისას დაშავებული ქალი თბილისის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა
ივლიტასთან დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
‘სამჯერ ამოვტრიალდით’ - ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარიისას დაშავებული
ბორჯომში, ავარიის შედეგად დაშვებული 36 წლის  ქალი გარდაიცვალა
ავარიისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს