FM97.5 / LIVE

ახალქალაქში გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

მთავარისიახლე, შემთხვევა 01.08.2020
ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან გზის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო მანქანის მძღოლი, დენის დარტყმის შედეგად, ადგილზე გარდაიცვლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მძღოლმა თვითმცლელიდან ტვირთის დასაცლელად მისაბმელი მაღლა ასწია და იგი მაღალი ძაბვის ხაზს შეეხო.

esaaaa ფოტო – ფარვანა tv

შემთხვევა დღეს, 1–ელ აგვისტოს დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქი–ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შუახნის კაცი გზის მშენებლობაზე იყო დასაქმებული: „ქვიშა უნდა დაეყარა და მისაბმელი მაღლა ასწია, ეს რკინა მოედო მაღლა დენის გაყვანილობას და როგორც ჩანს დენი გადავიდა მასზეც. სანამ მანქანაში იყო ვერ გრძნობდა, მაგრამ როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, დენმა დაარტყა, ეტყობა გაატარა მაგ დროს. თან წვიმა იყო გარეთ და ეგეც იმოქმედებდა“, – ჰყვებიან „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები.

მათივე თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ადიგენის მკვიდრია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ აკონკრეტებენ რომელი კომპანია მუშაობდა გზის ამ მონაკვეთზე: "მანდ ბევრი კოამპანიაა და არ ვიცი ზუსტად რომელია. მეც ახლა გავიგე ეგ ამბავი", – ამბობს ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება. რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

[თაკო ფეიქრიშვილი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა
აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა
აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილის საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’
ახალქალაქში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა
ავარიას ასპინძაში მსხვერპლი მოჰყვა