FM97.5 / LIVE

ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2020
იცით წვერუკნისღელი რა არის? მდინარეა. და სოფელზე, რომელზეც უნდა დავწერო სწორედ წვერუკნისღელისა და წინუბნისწყლის მდინარის წყალგამყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

გიორგიწმინდა ახალციხის სოფელია. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით, სქესის მიხედვით სოფელში 316 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 155 მამაკაცი და 161 ქალი.

ვკითხულობთ, რომ გიორგიწმინდა მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით, კერძოს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის აქატის საბადოები.

სოფელში შუადღით ავედით. ვიწრო, ხმელი ბალახიან ორღობეებში არავინ ჩანდა, წყაროსთან ახალგაზრდა მამაკაცი ცელს წმინდავდა – ახლა სოფელში ვის იპოვით, ყველა გაკრეფილია სათიბებზე, მეც სათიბში გავრბივარ, – გვითხრა მან.

წყაროსთან მალე ბავშვები გამოჩნდნენ, ალბათ საწუწაოდ, თუმცა უცხოების დანახვაზე სკამზე ჩამოსხდნენ და გამოგვხედეს.

ახალციხიდან ხართ ხო? გვკითხა ერთმა. კი, მეთქი ვუპასუხე. ჩანთაზე მივხვდი, ეგ ჩანთა ახალციხეში ვნახე, – მითხრა და გამიცინა. რას ბოდავ ბიჭოო!, – წაკრეს თანატოლებმა აქეთ–იქიდან მუჯლუგუნი. ვნახე დაა! გაუკვირდა ბიჭს მეგობრების რეაქცია.

ასე გავიცანი 11 წლის საბა ცუცქირიძე, რომელსაც პოლიციელობა უნდა – ,,საქართველო რომ დავიცვა“.

ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

საბას პოლიციელობამდე, ჯერ გარე განათების დამონტაჟება უნდა სოფელში, რადგან ღამითაც იაროს ველოსიპედით და კიდევ სტადიონზე ხელოვნური ბალახი, ფეხბურთის თამაში რომ უკეთ შეძლოს მან და მისმა თანატოლებმა.

მოსახლეობა პირად საუბრებში სოფლის პრობლემებზე გველაპარაკა, სახელისა და გვარის გამხელაზე კი თავი შეიკავეს.

სოფელში არ არის ბუნებრივი გაზი შეყვანილი.

გიორგიწმინდაში არ არის კანალიზაცია – ხალხი მარსზე იშენებს სახლებს და ჩვენ ხის ტუალეტები გვიდგას ისევ – მითხრეს ადგილობრივებმა.

სოფელში არ არის საბავშვო ბაღი.

გლეხები ამბობენ, რომ არ აქვთ სარწყავი წყალი.

მოსახლეობა ასევე გარე განათებას ითხოვს.

აქაურებმა გვითხრეს, რომ სოფლიდან ახალგაზრდები მიდიან – უმუშევრობაა, მიწის დამუშავება ბევრი ჯდება, მერე ვერ რწყავ და გაწბილებული ახალგაზრდაც ტოვებს სოფელს.

გიორგიწმინდაში დგას ეკლესია, სოფლის სახელწოდება წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება.

ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

[გულო კოხოძე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
დაბა ადიგენსა და 4 სოფელში გარეგანათება დამონტაჟდება
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
სოფელ ტბის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრიორიტეტები შეარჩიეს