FM97.5 / LIVE

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2020
30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე, გუგა ქადიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება

უკვე მეორე დღეა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ტელევიზიის თანამშრომლები და „ალტერნატიული პროფკავშირების“ წევრები მაუწყებლის სამი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, რომელიც დღეს, 19 საათიდან დაიწყება.

ამასთანავე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების დაბრუნებას ითხოვენ.

ფაქტზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

„ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

[sknews.ge]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

საპროტესტო აქცია – 'სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს'
მაუწყებლის 230 თანამშრომელი 3 გათავისუფლებული კოლეგის სამსახურში დაბრუნებას ითხოვს
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს – ონლაინ მედიის აქცია ფეისბუკზე
დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ
აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა