FM97.5 / LIVE

აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2020
ახალციხის საკრებულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა, ახლა უნდა გადაწყდეს სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სამსახურში დააბრუნებენ, თუ კომპენსაციას გადაუხდიან.

აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, რადგან კონსულტაციებს საჯარო სამსახურის ბიუროსთან გადიან.

საჯარო სამსახურის ბიუროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ უწყებამ ახალციხის საკრებულოს საჯარო დაწესებულების სისტემაში უკვე მოუძებნა „ტოლფასი თანამდებობა“, საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს.

„საჯარო სამსახურის ბიურომ, საჯარო დაწესებულების სისტემაში, მოიძია ტოლფასი თანამდებობები და მიაწოდა საკრებულოს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118–ე მუხლში დეტალურად არის გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება, როდესაც სასამართლოს მიერ უქმდება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. თუ აღდგენა ვერ მოხდება, ამ შემთხვევაში პირი ირიცხება რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში“, – განმარტეს უწყებაში.

მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წელს მიმართეს და საქმე მოიგეს კიდეც. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაესში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. საკანონმდებლო ორგანოს ინტერესებს ახალციხის სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი იცავდა.

ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

[თინათინ ზაზაძე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
კვირის აქცენტი: ახალციხის საკრებულოს წაგებული საქმე [Video]
ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს