FM97.5 / LIVE

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2020
დღეს, 30 ივლისს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა მარინეს ხსენების დღეს ზეიმობს. რაბათში მდებარე ტაძარში ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

"დღეს აღინიშნება წმინდა ქალწულმოწამე მარინეს დღე, ჩვენი ტაძარი არის მის სახელზე აგებული და განსაკუთრებული ზეიმია ჩვენს ქალაქში. ეს არის უდიდესი წმინდანი, რომლიც მე–4 საუკუნეში მოღვაწეობდა იგი აწამეს იმიტომ, რომ ქრისტიანი იყო და არ დათმო რჯული. შეგვეწიოს ყველას მისი მადლი" – ამბობს დეკანოზი გიორგი ქურდაძე.

მისი თქმით, წმინდა მარინეს ეკლესიაში წირვა–ლოცვა 1980 წლიდან აღგა: "სამწუხაროდ კომუნისტების დროს ტაძარი იყო ტყვია–წამლების შესანახად გადაკეთებული, შემდეგ რაიკავშირის საწყობად. გასული საუკუნის 80–იან წლებში დეკანოზი სტეფანეს ძალისხმევით გაიხსნა, მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება საზეიმო–წირვა".

საეკლესიო ცნობების მიხედვით, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს.

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეა მიუხედავად სასტიკი წამებისა, იგი ვერ გატეხეს. ბოლოს მმართველის ბრძანებით გაკოჭილი მარინე წყლით სავსე კოდში ჩააგდეს დასახრჩობად. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს შეერაცხა მისთვის ნათლისღებად. მართლაც, მოხდა სასწაული. მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა.

ამ სასწაულმა განაცვიფრა ხალხი, ბევრმა ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი გააფრთდა და ყველას ამოჟლეტა ბრძანა. წმინდა მარინეს კი თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

[sknews.ge]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება
30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეა
'ახალციხელობის' აღნიშვნა წმინდა მარინეს ეკლესიაში საზეიმო წირვით დაიწყო [ფოტო]
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ახალციხეშია [Photo]
დღეს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეა
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]