FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2020
რუსეთის მეფისწულის, გიორგი ალექსანდრეს ძისა და ასტრონომ სერგეი გლაზენაპის ინიციატივით მე-19 საუკუნეში აგებულ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისი აღდგენისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 85 000 ლარს დახარჯავს.

აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

„გლაზენაპის კოშკი“, იგივე „გიორგისეული“ 1890-იან წლებშია აგებული და მასზე განთავსებული იყო მცირე ზომის ტელესკოპი (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წინამორბედი).

ამ კოშკს 2010 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროისათვის, კოშკისგან შემორჩენილია ნახევარიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის კედლის დურაბის ამორტიზებული ნაშთები. საპირე წყობის ქვები თითქმის მთლიანად ჩამოშლილია და მიმოფანტულია გარშემო.

ძეგლის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 20 ივლისს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „კოლოსეოსთან“ გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 84 745 ლარია.

სამთო ასტრონომიული კოშკი, რუსეთის მეფისწულის, გიორგი ალექსანდრეს ძის და ასტრონომ სერგეი გლაზენაპის ინიციატივით აბასთუმნის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში აიგო.

1930-1931 წლებში ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის და თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის სპეციალისტები ადგილს ირჩევდნენ ახალი ობსერვატორიების ასაშენებლად.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში, აბასთუმანმა, თავიდანვე მიიპყრო მათი ყურადღება. ამის საფუძველი კი ჯერ კიდევ XIX ს-ის მიწურულში მომზადდა, როდესაც აბასთუმანში ზამთარი გაატარა ცნობილმა ასტრონომმა, წარმოშობით გერმანელმა ს.პ. გლაზენპმა და ორჯერადი ვარსკვლავების პოზიტიური დაკვირვება აწარმოა.

დაკვირვება ხდებოდა გლაზენაპის მიერ აგებული კოშკურიდან, რომელსაც წრიული ფორმა ჰქონდა. ქვით ნაგები კოშკის გაგრძელებას წარმოადგენდა თუნუქით გადახურული, ხის მასალით აფიცრული ცილინდრი. კოშკის თავისებულება კი ის იყო, რომ ქვის ცოკოლსა და ხის ცილინდრს შორის დამაგრებული გორგოლაჭების მეშვეობით, ცილინდრი ბრუნავდა ღერძის გარშემო.

აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

[თაკო ფეიქრიშვილი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბალანთის ეკლესიას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა