FM97.5 / LIVE

ბორჯომის სატენდერო კომისიას მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოუწევს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.07.2020
ბორჯომის მერიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, მერიის სატენდერო კომისიამ სრულად არ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რის გამოც ტენდერში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

ბორჯომის სატენდერო კომისიას მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოუწევს


საქმე ეხება ტენდერს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომსახურებისთვის გამოაცხადა.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შპს „Project action“ და შპს „თბილგზაპროექტმა“ მიიღო. მიუხედავად იმისა რომ „Project action“–ის შეთავაზებული თანხა ნაკლები იყო, ვიდრე კონკურენტის, ბორჯომის მერიის სატენდერო კომისიამ „Project action“– ს არასრულად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

შპს „Project action“– მა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს 14 ივლისს მიმართა. კომპანიის საჩივარი დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯომის მერიის სატენდერო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს და პრეტენდენტის შერჩევა თავიდან მოხდება.

კანონით ბორჯომის მერიას დავების საბჭოს გადაწყვეტილების ერთი თვის ვადაში გასაჩივრების საშუალება აქვს, თუმცა როგორც უწყებაში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, მერია არ აპირებს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და „Project action“-ის ტენდერში მონაწილეობის საკითხს ხელახლა განიხილავს.

[რობი ზარიძე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ვისთვის ყიდულობს  ახალციხის მერია 70 000–ლარიან ხელსაწყოს
ფოტოკონკურსი - მოქალაქე IN ACTION
ვარძიასა და ოთის ამბულატორიების მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა
ადიგენში სადავო ტენდერი "ეფექტმა" მოიგო
ბორჯომის მერია სტიქიისგან დაზიანებული სახლების სახურავებს შეაკეთებს