FM97.5 / LIVE

“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 26.06.2012
გუშინ “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს გეორგი მხჩიანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს

კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გეორგი მხჩიანი 23 ივნისს, 23:00 საათზე, გზაში დააკავეს. იმ დროისთვის იგი შინ ბრუნდებოდა.

მხჩიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით წაუყენეს, რაც უფლების დამდგენი დოკუმენტის გაყალბებას გულისხმობს.

წაყენებული ბრალის თანახმად, 1996 წლის 25 ოქტომბერს, არტაშეს ჩახმახჩიანმა კარლოს რაისიანის თხოვნით, ფულადი თანხით, აუქციონის წესით, შეიძინა ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩა #25ში მდებარე შენობა.

“პროკურატურა ამბობს, რომ რეალურად, ეს შენობა კარლოს რაისიანმა შეიძინა და არა ჩახმახჩიანმაო. ჩახმახჩინაზე გაფორმდა, თორემ რეალურად რაისიანისააო”, - გვიხსნის მღჩიანის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ჯვარიძე.

ბრალის თანახმად, 2005 წელის ზაფხულში არტაშეს ჩახმახჩიანთან მივიდა კარლოს რაისიანის შვილი, მელიქ რაისიანი (ამ დროს მამამისი კარლოს რაისიანი გარდაცვლილი იყო და მელიქ რაისიანი განკარგავდა ქონებას) და უთხრა არტაშეს ჩახმახჩიანს, რომ ეს ქონება გეორგი მხჩიანზე უნდა გადაეფორმებინა.

2005 წლის 25 აგვისტოს, არტაშეს ჩახმახჩიანსა და გეორგი მხჩიანს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც თამარ მეფის 25-ში მდებარე შენობა გახდა გეორგი მხჩიანის საკუთრება. შესაბამისად, ეს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

“გვედავებიან, რომ რეალურად, ეს შენობა მაინც მელიქ რაისიანისაა და ნასყიდობის ხელშეკურლება თვალთმაქცური გარიგებაა, ფაქტობრივად, ნასყიდობას ადგილი არ ჰქონიაო. ამბობენ, რომ ამ ქმედების გამო მოხდა დანაშაული და მხჩიანმა გააყალბა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი”, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, უფლების დამდგენი დოკუმენტი, ამ შეთხვევაში არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია ახალქალაქის ნოტარიუსის ეთერ ოთანაძის მიერ: “აცხადებენ, რომ შენობა არც მხჩიანისაა და არც ჩახმახჩიანის, პროკურატურის განცხადებით თამარ მეფის 25-ში მდებარე ნაგებობა რეალურად კარლოს რაისიანის შვილის მელიქ რაისიანისაა”.

ამის გამო, გუშინ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მხჩიანი ბრალდებულად ცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის თქმით, მას არასდროს ჰქონია ურთიერთობა რაისიანებთან: “შენობა მე ვიყიდე და 10 ათასი ლარიც გადავიხადე. 2005 წლიდან დღემდე ის ჩემი საკუთრებაა. თუკი ვინმეს ჩემთან პრეტენზია ჰქონდა, ამ ხნის განმავლობაში, რატომ არ თქვეს არაფერი?! ეს არის შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც იმიტომ მიყენებენ, რომ ეს შენობა “ქართულ ოცნებას” მივაქირავე”.

მისი ადვოკატის განცხადებითაც, მხჩიანი პოლიტიკური პატიმარია: “ეს არის პოლიტიკური დევნა”.

კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელის გიორგი ჟვანიას თქმით, მას შემდეგ რაც მხჩიანმა “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება და შენობის მიქირავება გადაწყვიტა, მას გამუდმებით ემუქრებოდნენ. მოუწოდებდნენ რომ თავის განზრახვაზე ხელი აეღო: “პირდაპირ ეუბნებოდნენ, როგორც კი ოფისი გაიხსნება დაგაპატიმრებთო. ამან მაინც თავისი არ მოიშალა, რამდენიმე დღეა რაც ოფისი გავხსენით და დააპტიმრეს კიდეც”.

ჟვანიას და ჯვარიძის განცხადებით, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

“პროკურატურას მტიცებულება არ არ აქვს, არ ვიცი მერე რას წარმოადგენენ მტკიცებულებად, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მოწმეებზე აგებული დანაშაულია”, - ამბობს ჯვარიძე.

სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ასევე, კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ერთ-ერთ წევრზე, მელიქ რაისიანზეც, ანუ იმ პიროვნებაზე, რომლის კუთვნილებადაც მიიჩნევს პრიკურატურა თამარ მეფის 25-ში მდებარე შენობას.

რაისიანი სამგზის პარლამენტის წევრია და ის 2004 წლის საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან შევიდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მან “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება გადაწყვიტა, პრობლემები შეუქმნეს.

“რაისიანი, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა დაიბარა თავის კაბინეტში და უთხრა, ხელი აეღო გაზრახვაზე, მაგრამ რაისიანისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ რაისიანი ოაჯხურ საქმეებზე სომხეთში წავიდა. როგორც კი საზღვარი გადაკვეთა, მასზე ძებნა გამოაცხადეს, რის გამოც საქართველოში ვეღარ ბრუნდება”, - ამბობს ჟვანია.

მისი განცხადებით, ესაა ზეწოლის და უკანონობის აშკარა ფაქტები: “ასე ხალხის დაშინებას ცდილობენ”.

მხჩიანის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2012 წლის 16 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

“20 დღე ვითხოვე, მაგრამ პროკურატურამ თავისი გაიტანა. ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს და ვეჭვობ, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ არ წარიმართება”, - აცხადებს ჯვარიძე.

“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროკურატურამ ბრალდებებზე უარი თქვა
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება
გაჭიანურებული პროცესი
მხჩიანი თავდებით გაათავისუფლეს
ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა