FM97.5 / LIVE

გამოკითხვა: როგორ აფასებთ ახალციხის საკრებულოს მუშაობას? [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV, გამოკითხვა 29.07.2020
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ახალციხის საკრებულოს სამწლიანი მუშაობა შეაფასა. კვლევაში წერია, რომ უმეტეს შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ნახეთ, რას ამბობენ ახალციხეში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაზე.



"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შესახებ კვლევა 24 ივლისს გამოაქვეყნა.

არსამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდის [2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე] განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა;

▪ საკრებულოს, ან მის ფრაქციებს/კომისიებს აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები რაიმე საკითხის განსახილველად არ მიუწვევია;

▪ ახალციხის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;

▪ საანგარიშო პერიოდში ახალციხისსაკრებულოში 40 სხდომა გაიმართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 303 საკითხი განიხილა. კენჭისყრაზე 283საკითხი გავიდა და, ერთის გარდა,დეპუტატებმა ყველა უცვლელი სახით მიიღეს;

▪ ამავე პერიოდში საკრებულოში ხუთმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 86 სხდომა გამართა. სხდომებზე გატანილი 209 საკითხიდან, გარდა ოთხისა, ყველა ერთხმად და უცვლელი სახით მიიღეს. ერთ საკითხს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს (თუმცა, ექვსი თვის მოგვიანებით იგივე საკითხი მაინც დააკმაყოფილეს), სამ მათგანში კი ცვლილება შეიტანეს და კენჭი ისე უყარეს;

▪ ახალციხის საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ ერთმა წარადგინა. ფრაქციების მიერ გაწეული საქმიანობისთვის ჯამში 326 784 ლარია დახარჯული;

▪ საკრებულოში 2018 წლის მარტიდანფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა მას საკვლევ პერიოდში არცსამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებებისმონიტორინგი-შეფასების სისტემის შემუშავებაზე უმუშავია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია;

▪ დეპუტატებმა საკრებულოს სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 -არასაპატიო მიზეზით. რაც შეეხება კომისიების სხდომებში მონაწილეობას - ჯამში გაცდენის 218 შემთხვევაა დაფიქსირებული;

▪ საანგარიშო პერიოდში ახალციხის საკრებულოს ხარჯებმა 1 260 757 ლარი შეადგინა. აქედან 1 131 599 ლარი - ხელფასებში, 51 500 ლარი კი პრემია-დანამატებში გაიწერა;

▪ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ახალციხის საკრებულომ 26 535 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 57 615 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი 12 249 ლიტრი საწვავი (ჯამური ღირებულებით - 26 078 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარემ გახარჯა

[მარიამ ბარძიმაძე, დათო ბალახაშვილი]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა
ახალციხის საკრებულოს სხდომებს მოქალაქეები თითქმის არ ესწრებიან - გამჭვირვალობა
რამდენს ხარჯავს ახალციხის საკრებულო ავტომობილების შეკეთებასა და საწვავზე
‘ახალციხის საკრებულოს მუშაობა არის ფორმალური“- გამჭვირვალობის კვლევის პრეზენტაცია
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საბჭო მხოლოდ ფურცელზე არსებობს – გამჭვირვალობა
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა
ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს