FM97.5 / LIVE

ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში, სადაც ამ წუთებში მინარეთს ამონტაჟებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მეჩეთის ეზოში საპროტესტო პარაკლისს ატარებენ.

ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ
ჭელის მეჩეთის ეზოში ამ წუთებში სოფელ დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავით ისაკაძე, ჭელაში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებელი ბერდია ქაფიანიძე და კიდევ ერთი სასულიერო პირი იმყოფება.

მამა დავით ისაკაძე ამბობს, რომ ეს მიწა ქართველი ხალხის სისხლით არის გაპოხილი და ისევ ქართველი ხალხი მინარეთს აშენებს ზედ, რაც დაუშვებელია: "რა სიტყვებით უნდა გადმოვცე და როგორ უნდა გადმოვცე. მინარეთს უშენებენ აქ ჩვენი წინაპრების მარბეველებს. მოსვლა ვერ მოვასწარით, მაშინაც, როცა ფერიას მთაზე ეკლესია დაანგრიეს, მისვლა იქაც დაგვაგვიანდა. ჩვენ დავაგვიანეთ იქ მისვლა, მაგრამ ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს ხელისუფლება ტრაგიკულად დაასრულებდა მოღვაწეობას. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ტაძრის დანგრევა არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება მინარეთების და მეჩეთების აშენება".

მამა დავითი ამბობს, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს საკმარისი მეჩეთები აქვთ. მინარეთს იმიტომ ამონტაჟებენ, რომ მოძახილი გააკეთონ. მას არ სჯერა მუსლიმების მტკიცების, რომ მოლა მინარეთიდან მოძახილს არ გააკეთებს. იგი ამბობს, რომ მინარეთებისა და მეჩეთების მშენებლობის საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს: "გერმანიაში, შვეიცარიაში, რეფერენდუმი ჩაატარეს. რატომ არ გვეკითხებიან ჩვენ?! მოვითხოვთ რეფერენდუმს".

მისივე თქმით, მინარეთის დაბრუნებას მთელი საქართველოს ქრისტიანები გააპროტესტებენ.

"ტელევიზორს ვუყურებდი, რომ გავიგე, ავდექი და წამოვედი. ორი სასულიერო პირი ვართ აქ, მე და მამა გაბრიელი. არავისთვის არ მითქვამს, მაგრამ ხვალ [ახლა ღამის 01:30 საათია. ს.კ.] ყველა გაიგებს. ვინც მონაწილეობს ამ ამბავში, ღვთის წინაშე აგებს პასუხს", - ამბობს მამა დავით ისაკაძე.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით, ჭელაში მუსლიმებმა მინარეთის დამონტაჟება დაიწყეს. წვიმის მიუხედავად, სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
სასულიერო პირების ნაწილმა სოფელი ჭელა დატოვა
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
გია კოპაძე: 'მინარეთს ჭელაში თუ წაიღებენ, გზას გადავკეტავთ'
ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
მინარეთს მეჩეთის მოშორებით დაასაწყობებენ
ჭელაში ქრისტიანები შეიკრიბნენ [Photo]