FM97.5 / LIVE

‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.07.2020
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს.

‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ არ უფიქრია, მაგრამ თუ ეს ხალხის მოთხოვნა იქნება, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„21 წელი პარლამენტში ყოფნით მე ვიყავი ხალხსა და სახელმწიფოს გვერდით. დღესაც მე მზად ვარ წავიდე არჩევნებზე თუ თქვენი მოთხოვნა იქნება. 21 წლის წინ ჩვენ ჯავახეთში არ გვქონდა, დენი, წყალი, გზა და გაზი. დღეს ჩვენი მხარე გაზიფიცირებით პირველ ადგილს იკავებს მეზობელ მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაგალითად, როგორიცაა წალკა, ასპინძა, ადიგენი. ჩვენთან გაზიფიცირებული 80–ია, იქ კი 20%.. ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთ, ჩვენი ფინანსებით, სახელმწიფო არაფერ შუაში იყო, მაგრამ სახელმწიფოსაც მინდა გადავუხადო მადლობა, ასფალტის დაგება დღეს მისი ხელმძღვანელობით ხდება.. ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ მე თქვენი მოთხოვნით კენჭს ვიყრი, არავისი არ უნდა შეგეშინდეთ. იყოს ჭეშმარიტი არჩევნები და აირჩიონ ის ვინც ჭეშმარიტია“, – ამ სიტყვებით მიმართა ენზელ მკოიანმა სოფელ სათხეს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.

იგი ნინოწმინდის მუნიიცპალიტეტში მცხოვრებლებს გუშინ 26 ივლისს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა: „სოფელ სათხეში შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. ვისაუბრეთ სოფლის პრობლემებზე. შეხვედრის შემდეგ ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში გავმართეთ წვეულება. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდებმა“.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი დაასახელა.

[რიმა სარუხანიან]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანი მოსახლეობას შეხვდა [R]
ენზელ მკოიანი და გიგლა აგულაშვილი ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ [R]
ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს [R]
ენზელ მკოიანი ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა [R]
საპარლამენტო არჩევნებში ‘ოცნების’ მაჟორიტარად ჯავახეთში სამველ მანუკიანი მოიაზრება

სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
ენზელ მკოლიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა [R]