FM97.5 / LIVE

ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ

მთავარისაზოგადოება 27.11.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ამ წუთებში მინარეთს ამონტაჟებენ. მინარეთის კონსტრუქცია მეჩეთთან უკვე მიიტანეს.სოფელში ათობით სამართალდამცავია მობილიზებული.

ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ჭელაში იმყოფება "სამხრეთის კარიბჭეც", თუმცა, მას მეჩეთის ირგვლივ შეკრებილი სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომებს იცავენ, მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათ ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს და მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭელის მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის ნებართვა დღეს, 27 ნოემბერს, მას შემდეგ მისცა, რაც მუსლიმებმა მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს. 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16 დეპუტატიდან მინარეთის დადგმის ნებართვას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა განახორციელა. მინარეთის დემონტაჟს ჯერ მუსლიმების, შემდეგ კი ქრისტიანების აქციები მოჰყვა. მუსლიმებმა აქციები იმ იმედით შეწყვიტეს, რომ მინარეთი მეჩეთს კვლავ დაუბრუნდებოდა. დაპირება მიიღეს ქრისტიანებმაც, მათ საპატრიარქო დაჰპირდა, რომ მინარეთი აღარ აღიმართებოდა.

მოგვიანებით, მუსლიმებმა ადიგენის გამგეობას მინარეთის დაბრუნების ნებართვა სთხოვეს. გამგეობას წერილობით მიმართეს ქრისტიანებმაც, რომლებიც ითხოვდნენ არ დაეშვა გამგეობას მინარეთის დაბრუნება.

[SKnews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ანონსი: "კვირის აქცენტი", თემა: მინარეთის დაბრუნება ჭელაში [Video]
"კვირის აქცენტი" - თემა: "დაბრუნდება თუ არა მინარეთი ჭელაში" [Video]
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ადიგენის საკრებულო: 'მინარეთის დაბრუნების საკითხი 'რესპუბლიკელების' ინიცირებული არ ყოფილა