FM97.5 / LIVE

თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს

მთავარისიახლე, სამართალი 26.07.2020
ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც მეორე, ასევე მესამე ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. ახალციხის საკრებულოს დაევალა ორივე მათგანი სამსახურში დააბრუნოს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაუროს.

თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ახალციხის საკრებულოს ყოფილ თანამშრომლებს, თეა ბაღდოშვილსა და ეკა ტატალაშვილს, გუშინ, 25 ივლისს ჩაბარდათ.

ეკა ტატალაშვილის განცხადებით, ახალციხის საკრებულომ ორივე მათგანი სამსახურში უნდა დააბრუნოს და გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, იძულებით განაცდური საათების თანხაც უნდა გადაუხადოს.

„ჩვენი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მაგრამ იქ [საკრებულოში] თავისუფალი შტატები აღარ არის, ჩვენს ადგილზე უკვე მუშაობენ, გამოსავალი ისაა, რომ ან საკრებულომ დაამატოს ორი შტატი, ჩემი და თეა ბაღდოშვილისთვის, ან თუ ვერ დაამატებს, მაშინ განაცდურს, კიდევ ექვსი თვის ხელფასის ანაზღაურება უნდა დაამატოს. ამას ითვალისწინებს კანონი“, – ამბობს ტატალაშვილი.

მისი თქმით, თოთოეულ მათგანს იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებისთვის დაახლოებით 20–20 ათასი ლარი ეკუთვნით: „ჩვენი გათავისუფლება ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის გადაწყვეტილებით მოხდა და არა საკრებულოს თავმჯდომარის, ამიტომ ეს თანხა მან საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს“.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალციხის საკრებულო, ამ ეტაპზე უცნობია, თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ მას ჯერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია და კომენტარს ვერ გააკეთებს.

რაც შეეხება ახალციხის მერიას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ "სასამართლო პროცესებში მერია მხარეს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს".

მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წელს მიმართეს და საქმე მოიგეს კიდეც. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაესში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. საკანონმდებლო ორგანოს ინტერესებს ახალციხის სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი იცავდა.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

[თინათინ ზაზაძე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?
‘კომპენსაციას დავთანხმდებით’ – რატომ ვერ დაბრუნდნენ სამსახურში საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლები
ახალციხის საკრებულო ყოფილ თანამშრომლებს 44 000 ლარამდე კომპენსაციას გადაუხდის