FM97.5 / LIVE

რესტორან ‘ემიგრანტთან’ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 პირი დააკავეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.07.2020
ახალციხეში, სოფელ წნისში მდებარე რესტორან „ემიგრანტის“ სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ადგილობრივების თქმით, ჩხუბში 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომხდარის შედეგად, ორი პირია დაკავებული, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

რესტორან ‘ემიგრანტთან’ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 პირი დააკავეს
ფოტო:რესტორანი „ემიგრანტი“

დაპირისპირება „ემიგრანტის“ სტუმრებს შორის, გუშინ 24 ივლისს მოხდა. ამ დროს რესტორანში ორი სხვადასხვა სუფრა იყო გაშლილი, ნათლობის და დაბადების დღის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სიტყვიერი შელაპარაკება ორი მაგიდის სტუმრებს შორის დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ დაპირსპირებაში გადაიზარდა. პოლიცია რესტორნის თანამშრომლებმა გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათი სასამართლო პროცესი ახალციხის სასამართლოში დღეს, 25 ივლისს გაიმართა, მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა, ორივე მათგანს ორდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გარდა აღნიშულისა, რესტორანთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, საქმეში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება–დადგენის მიზნით“,– აცხადებენ შსს–ში.

რატომ დაიწყო დაპირისპირება სტუმრებს შორის, რესტორანში არ გვეუბნებიან: „პოლიცია ჩვენ გამოვიძახეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით, ჩხუბი რესტორნის ტერიტორიაზე არ მომხდარა“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა სამედიცინო დახმარება არცერთ მათგანს არ დაჭირვებია: „რესტორნის ეზოს მიმდებარედ ჩხუბობდნენ, პოლიცია მათ გაშველებას ნახევარი საათი ცდილობდა".

[sknews.ge]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება ახალციხეში-დაკავებულია 2 ახალგაზრდა
შსს-მ თბილისსა და ბათუმში ჰომოფობიურ აქციებზე 27 პირი დააკავა
ახალციხეში 27 წლის კაცის ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
ახალციხეში 37 წლის კაცი მამის ცემის ბრალდებით დააკავეს
ახალციხის ციხეზე პოლიციელებმა და ახლგაზრდებმა იჩხუბეს
ახალციხეში, ავეჯის მაღაზიაში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიცია გამოიძახეს