FM97.5 / LIVE

ახალციხეში გენდერული თანასწორობის საბჭო მხოლოდ ფურცელზე არსებობს – გამჭვირვალობა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.07.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე აცხადებს, რომ ახალციხის საკრებულოში გენდერული თანასწრობის საბჭო ფაქტობრივად არ მუშაობს, მისი თქმით, საბჭოს ანგარიშში მხოლოდ მათი თანამშრომლების ტრენინგებზე დასწრების შესახებ წერია.

ახალციხეში გენდერული თანასწორობის საბჭო მხოლოდ ფურცელზე არსებობს – გამჭვირვალობა

ახალციხის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო, 2018 წლის 14 მარტიდან ფუნქციონირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში წერია, რომ, 2018 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე საბჭოს: სამართლებრივი აქტების პროექტებზე ანალიზი და საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა არ განუხორციელებია; არ შეუმუშავებია გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა; ასევე არ წარუდგენია წინადადებები და რეკომენდაციები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში; გენდერული თანასწორობის საბჭოში გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე განცხადებები არ შესულა.

კვლევაში წერია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ, რომელიც 11 ქალისა და 5 კაცისგან არის დაკომპლექტებული, ახალციხის საკრებულოს ანგარიში 2019 წლის 26 ივლისს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო 2018 წლის მარტში შეიქმნა, ანგარიში ერთი თვით ადრე, ამავე წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია არა უშუალოდ საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, არამედ იმაზე, თუ რა შეხვედრები გამართა მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებამ, ასევე, რა შეხვედრები გაიმართა მერიაში არსებულ „ქალთა ოთახში“. ანგარიშიდან ვიგებთ, თუ რა ტრენინგებსა და კონფერენციებს ესწრებოდნენ საბჭოს წევრები.

„საბჭომ თავის აგარიშში დაწერა ტრენინგებზე სად დადიოდნენ, ანუ სულ ეს ჰქონდა ამ საბჭოს სათქმელი, მეტი არაფერი. რეალურად ეს საბჭო არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე“, – ამბობს თამუნა უჩიძე.

საბჭოს მდივანი სულიკო მაღრაძე ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობდა და საინფორმაციო შეხვედრებს მართავდა.

"სამხრეთის კარიბჭე" საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძეს ვერ დაუკავშირდა, მას ტელეფონი ორი დღეა გამორთული აქვს, მისმა მოადგილემ კი კომენტარი არ გააკეთა.

[რობი ზარიძე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ხშირად დასმული კითხვები გენდერული თანასწორობის შესახებ [R]
რა გეგმები აქვს ახალციხის გენდერულ საბჭოს
შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო
საკრებულოებთან გენდერული თანასწორობის საბჭოები იქმნება
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
კვირის აქცენტი: გენდერული თანასწორობა – პრობლემები რეგიონში [Video]