FM97.5 / LIVE

რამდენს ხარჯავს ახალციხის საკრებულო ავტომობილების შეკეთებასა და საწვავზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2020
2017-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საწვავის ხარჯმა 57 615 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ საწვავს კი, საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი საკუთარი მანქანისთვის იყენებს.

რამდენს ხარჯავს ახალციხის საკრებულო ავტომობილების შეკეთებასა და საწვავზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გამოყოფილი ორი მანქანით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე სარგებლობენ.

ეს მანქანებია:

● TOYOTA - PRADO - გამოშვების წელი - 2008. შესყიდვის თარიღი - 2010 წელი, ღირებულება - 82 800 ლარი.

● NIVA - VAZ 21214 - გამოშვების წელი - 2006. მანქანა ახალციხის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო რწმუნებულმა (2014 წლის 23 დეკემბრის N64/ო განკარგულებით) გადასცა.

სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ საწვავს კი საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი საკუთარი მანქანებისთვის იყენებენ, გარდა ორისა: ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო-ახალციხეს” თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტალახაძე და ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.

2017-2019 წლებში მათზე საწვავი არასდროს გაცემულა.

ჯამში ახალციხის საკრებულომ 26 535.03 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 57 615.86 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მანქანების შეკეთებას, სამი წლის განმავლობაში ავტომობილების შეკეთებაზე 8 489 ლარი დაიხარჯა.

რამდენს ხარჯავს ახალციხის საკრებულო ავტომობილების შეკეთებასა და საწვავზე

[თაკო ფეიქრიშვილი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ვინ დანიშნეს ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეებად
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
გამოკითხვა: როგორ აფასებთ ახალციხის საკრებულოს მუშაობას? [ვიდეო]
‘ახალციხის მერი უნდობლობას იწვევს’ - დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა