FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2020
2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ახალციხის საკრებულოში 40 სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 303 საკითხი განიხილეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებით, დეპუტატებმა საკრებულოს სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 -არასაპატიო მიზეზით.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა


არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, საანგარიშო პერიოდში გამართული 40 სხდომიდან „ქართული ოცნების“ წევრი კობა გელაშვილი 27-ს არ ესწრებოდა, მას 24 გაცდენით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნატო დარბაიძე მოყვება, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სამველ ოვეიანი - 23 გაცდენით.

არცერთი სხდომა არ გაუცდენია გელა ნოზაძეს, ბესიკ გოგსაძეს და ვლადიმერ კურტანიძეს. მხოლოდ ერთი გაცდენა აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს იოსებ კაპანაძეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, ახალციხის საკრებულოს რეგლამენტით არ არის დაზუსტებული საკრებულოს წევრის მიერ სხდომის გაცდენისას რა შემთხვევა ითვლება არასაპატიო მიზეზად. საკრებულოს რეგლამენტი ეყრდნობა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ჩანაწერს, რომლის თანახმადაც საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ იგი „არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში“. სხვა შემთხვევებში, შესაბამის კომისიას არ აქვს ვალდებულება მოსთხოვოს საკრებულოს წევრს გაცდენის მიზეზის მითითება, ან იმსჯელოს გაცდენის საპატიოდ/არასაპატიოდ ჩათვლაზე.

საკრებულოს სხდომების ოქმებში დამსწრეთა სიებში, იმ დეპუტატების გასწვრივ, რომლებიც სხდომებზე შვებულების, ან მივლინების გამო არ იმყოფებიან, მითითებულია: „იმყოფება შვებულებაში“, „იმყოფება მივლინებაში“. შესაბამისად, დანარჩენ შემთხვევებში უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ საკრებულოს, ისევე როგორც კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გაუჯობესდეს: „მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდნენ სხდომებს. ამასთან, საკრებულოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზები უნდა იყოს გამორკვეული და სათანადო ღონისძიებებიც გამოყენებული“.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა

ასევე ნახეთ:

‘ახალციხის საკრებულოს 5 დეპუტატს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული’ - გამჭვირვალობა

[sknews.ge]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა გელაშვილია
ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ
ახალციხის თემის საკრებულოს 'ბეჯითი' და 'გამცდენი' დეპუტატები [ინფოგრაფიკა]
ახალციხის საკრებულოს სხდომებს მოქალაქეები თითქმის არ ესწრებიან - გამჭვირვალობა
ბორჯომის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს
გამოკითხვა: როგორ აფასებთ ახალციხის საკრებულოს მუშაობას? [ვიდეო]