FM97.5 / LIVE

'საფიქრალში ჩავვარდით, ახლა რა უნდა ვქნათ' - ორი კანდიდატი ერთი სოფლიდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.07.2020
საპარლამენტო არჩევნებში ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში, „ოცნებიდან“ გამარჯვებისთვის ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი იბრძოლებს, „ნაციონალებიდან“ კი ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ორივე კანდიდატი სოფელ უდიდანაა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ „ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირა.

'საფიქრალში ჩავვარდით, ახლა რა უნდა ვქნათ' - ორი კანდიდატი ერთი სოფლიდან

უდეში ამბობენ, რომ „ოცნებამ“ კანდიდატი მერაბიშვილის სოფლიდან იმიტომ დაასახელა, რომ იცოდა, სხვა შემთხვევაში „სამცხის ოლქში“ არჩევნებს წააგებდა. ანტონ ობოლაშვილის დასახელებით კი ადგილობრივებს არჩევანის გაკეთება გაუჭირდებათ.

„ანტონ ობოლაშვილი არის უდის ნომერ პირველი კაცი. მას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, მაგრამ შეიძლება ზოგმა იმიტომ არ მისცეს ხმა, რომ „ოცნების“ კანდიდატია. ძალით დანიშნეს თორემ მაგას რაში აინტერესებდა პოლიტიკა?! ვანოც [მერაბიშვილი] ჩვენია და ანტონაც [ობოლაშვილი] რა გავაკეთოთ არ ვიცით. ეს ამბავი ხალხს ერთმანეთს დაუპირისპირებს“,- ამბობენ უდეში.

სოფელში ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ანტონ ობოლაშვილს გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რადგან სოფლისთვის ბევრს აკეთებს. სწორედ აქედან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ის თავის მაჟორიტარულ ოლქში აქტიური იქნება და ხალხის პრობლემებს უყურადღებოდ არ დატოვებს.

„ამ პიროვნებამ ყველაფერი გააკეთა უანგაროდ და ამაზე არ საუბრობს, ის არის ღირსეული კანდიდატი“, - ამბობს უდის მკვიდრი ირაკლი ყულჯანიშვილი.

„ბევრი გააკეთა სოფლისთვის, ეკლესიას თითქმის მილიონი გამოუყო და გააკეთა ყველფერი. ცენტრში გააკეთა ატრაქციონები და მთელი ბაღიც, სოფელს მიცვალებულთა მაცივრები გვაჩუქა, გააკეთა საჭიდაო დარბაზი“, – ამბობენ ადგილობრივები.

ისინი არც „ვანოს დროს“ გაკეთებულ საქმეებს ივიწყებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ მერაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში კენჭი არ უნდა იყაროს.

„2007 წლამდე რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა თავს დავდებ ვერავინ გააკეთებდა, მაგრამ 2007 ის შემდეგ, ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. მე რომ ვიყო ვანო მერაბიშვილი არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში. ვანომ დატოვა სახელი, მაგრამ სანათესაომ გაუფუჭა.
ვანოს ბიძა, ლევან თუმანიშვილი წლების განმავლობაში სათბებზე არ უშვებდა ხალხს, ამბობდა, რომ ეს მინდორ-ველები ჩემიაო“, – ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.

მათი თქმით „ქართულმა ოცნებამ“ მათივე სოფლიდან კანდიდატი იმიტომ დაასახელა, რომ იცოდნენ, სხვა შემთხვევაში არჩევნებში ვანო მერაბიშვილი გაიმარჯვებდა.

„აქამდე ვაპირებდით, რომ ვანოსთვის დაგვეჭირა მხარი, ახლა გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდება. „ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირა“, – ამბობენ სოფელში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ კი ვანო მერაბიშვილი. იგი ოპოზიციას ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა გადაცემა „კვირის აქცენტში“ ეს ფაქტი რეგიონში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი და ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარმოშობით სოფელ უდიდან არიან.

ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში, ჯერ სხვა პარტიებს კანდიდატები არ დაუსახელებიათ.

[მარიამ ბარძიმაძე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘ვანომ საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენა’ - ნაციონალების შეფასებები
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
‘მადლობა ბატონ ბიძინას’ – სამცხის მაჟორიტარობის  კანდიდატის პირველი განცხადება
'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
‘ოცნებამ’ ყველაფერი გააკეთა, რომ სამცხე-ჯავახეთში მერაბიშვილის ავტორიტეტი გაძლიერებულიყო