FM97.5 / LIVE

კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 15 მილიონს გადააჭარბა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.07.2020
22 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოს 213 ქვეყანაში კოვიდინფექციის 15 107 327 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 9 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილების რაოდენობა კი 600 ათასს აჭარბებს.

კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 15 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა აშშ–ში, ბრაზილიასა და ინდოეთში ფიქსირდება. სწორედ ამ ქვეყნებშია ყველაზე მეტი ინფიცირებულიც.

აშშ–ში გასულ 24 საათში 67 140 შემთხვევა გამოვლინდა, შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 4 მილიონს გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულია 1 886 583 ხოლო გარდაცვლილია 145 ათასამდე.

ორ მილიონს აჭარბებს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ბრაზილიაში, სადაც გასულ დღე–ღამეში კიდევ 44 000–ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულად ითვლება 1 465 000 ადამიანი ხოლო 80 ათასზე მეტი ემსხვერპლა covid-19-ს.

39 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა ინდოეთში. აქ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,2 მილიონამდეა, საიდანაც 752 ათასი გამოჯანმრთელებულად, 671 კი გარდაცვლილად ითვლება.

სხვა ქვეყნების სტატისტიკა, სადაც ვირუსის ფართო გავრცელებაა, ასეთია:

რუსეთი: დადასტურებული 789 190, მათ შორის 600 ახალი; 12 580 გარდაცვლილი და 562 384 გამოჯანმრთელებული;

სამხრ. აფრიკის რესპუბლიკა: დადასტურებული 381 798, მათ შორის 8 170 ახალი; 5 368 გარდაცვლილი და 208 144 გამოჯანმრთელებული;

პერუ: დადასტურებული 362 087, მათ შორის 4 406 ახალი; 13 579 გარდაცვლილი და 248 746 გამოჯანმრთელებული;

მექსიკა: დადასტურებული 349 396, მათ შორის 5 172 ახალი; 39 485 გარდაცვლილი და 222 068 გამოჯანმრთელებული;

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრისთვის ქვეყანაში ვირუსის 1 049 დადასტურებული, 903 გამოჯანმრთელების და 16 გარდაცვალების შემთხვევაა.

[რობი ზარიძე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

COVID-19: რუსეთმა დადასტურებული შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო
COVID-19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს მიუახლოვდა
COVID-19: მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებმა 2,5 მილიონს გადააჭარბა
COVID-19: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში Covid-19-ის შემთხვევებმა მილიონნახევარს გადააჭარბა
24 საათში  მსოფლიოში კორონავირუსის 86 496 ახალი შემთხვევა დადასტურდა