FM97.5 / LIVE

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.07.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია, ამ დროისთვის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია

„დღე–ღამის განმავლობაში 24 ახალი შემთხვევა დაგვემატა, ამ შემთხვევიდან შვიდი არის შემოტანილი, იმპორტირებული, სატვირთო მანქანების მძღოლები არიან. ხუთი გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 10 შემთხვევა კი გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილ პირებში დადასტურდა, რაც შეეხება ორის წყაროს ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან აღნიშნა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს პიკურ მდგომარეობას არ ნიშნავს.

„ახლა გვყავს გარდაბნის რაიონის კლასტერი. ოთხი სოფელია, სადაც მცხოვრებელთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია. შემთხვევების მატება, ალბათ, მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო. ამ მუნიციპალიტეტის კვლევა კვლავ გრძელდება და თუ ჩვენ დაწესებულ რეგულაციებს შევასრულებთ, არამგონია, რომ გაცდეს ამ ახალ კლასტერს“, – თქვა ეზუგბაიამ.

როგორც, მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა.

„რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, გუშინ გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და დაგვემატა ოთხი ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე სულ 28 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ორი მძიმე პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და ვირუსი არ პროგრესირებს, რაც შეეხება დანარჩენებს, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, – ამბობს ეზუგაბია.

საქართველოში კორონავირუსის 1 073 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 907 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. 5 724 პირი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 მოქალაქე რჩება.

[ნუკა სტეფნაძე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლია–ეზუგბაია
‘ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია’ – ეზუგბაია
9 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა, 3 - გამოჯანმრთელდა