FM97.5 / LIVE

‘მადლობა ბატონ ბიძინას’ – სამცხის მაჟორიტარობის კანდიდატის პირველი განცხადება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.07.2020
ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც „ოცნების“ რიგებიდან სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გაავრცელა. მან პარტიის ლიდერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეგიონის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს.

‘მადლობა ბატონ ბიძინას’ – სამცხის მაჟორიტარობის  კანდიდატის პირველი განცხადება

„მინდა, მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მთელს გუნდს ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ვიყო ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მაქსიმალურად ვიქნები ჩემი რეგიონის ინტერესების დამცველი და აქტიური მონაწილე ყველა იმ პროცესისა, რაც მიმართული იქნება ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა კეთილდღეობისკენ,“ – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატობის კანდიდატი

ვინ არის ანტონ ობოლაშვილი

ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია, იგი წარმოშობით ადიგენიდან, სოფელ უდიდან არის. 2019 წელს ადიგენის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს. ინტერნეტის არქივში მისი სახელი შეგძლიათ ნახოთ "რეპორტიორის" სტატიაში, სადაც მას ასახელებენ ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობრად და მოკავშირედ.

ობოლაშვილის ბიზნესინტერესები

საჯარო რეესტრის მიხედვით, ანტონ ობოლაშვილს სახელს უკავშირდება 15 – მდე კომპანია, რომელთაგან სამში 100%–იანი წილი აქვს. ის ასევე ხელმძღვანელობს უცხოური საწარმოს ორ ფილიალს საქართველოში.

ობოლაშვილის სამეწარმეო საქმიანობა:

შპს „გლობალფარმი“ – 100%–იანი წილის მფლობელი, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
შპს „მესხეთი 2004“ – დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი
შპს „ჯეომედიცინი“ – 35%–იანი წილის მფლობელი
შპს „გლობალინვესთმენთი“ – დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი
შპს პარკლაინი – 60%–იანი წილის მფლობელი
შპს „უნივერსი 2017“ – შპს „გლობალფარმის“ შვილობილი კომპანია

გარდა ამისა, ობოლაშვილი ხემძღვანელობს უცხოური საწარმოების შპს "ვოლდ მედიცინის" და "როტაფარმ ლიმიტედის" ფილიალებს საქართველოში და საკუთარი შპს–ს შვილობილ კომპანიას შპს „უნივერსი 2017“–ს.

უნივერსი 2017–ის გარდა ობოლაშვილის კომპანიას წილები აქვს კიდევ სამ შპს–ში: შპს "გლობალ რეალ ისთეით", შპს "მონოგრაფი" და შპს "სომინი".

"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია 20 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

"ანტონ ობოლაშვილი არის რეგიონის გამორჩეული წარმომადგენელი, ბიზნესმენი, არაერთი წარმატებული პროექტის სულის ჩამდგმელი. ის იქნება რეგიონის ინტერესების აქტიური დამცველი საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებაში", – ამ სიტყვებით წარადგინა სამცხის კანდიდატი ირაკლი კობახიძემ.

[რობი ზარიძე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
'საფიქრალში ჩავვარდით, ახლა რა უნდა ვქნათ' - ორი კანდიდატი ერთი სოფლიდან
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
ადიგენში საპატიო მოქალაქეები დაასახელეს
მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დემონტაჟის შემდეგ [ფოტო]
ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება