FM97.5 / LIVE

ახალციხეში კარანტინში მყოფ ქალს COVID-19 დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.07.2020
ახალციხის საკარანტინო ზონაში მყოფ ქალს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მას COVID-19 კარანტინში ყოფნის მე–13–ე დღეს გამოუვლინდა.

ახალციხეში კარანტინში მყოფ ქალს COVID-19 დაუდასტურდა

ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ინფექციონისტი, ქეთევან ჯინჭველაძე ამბობს, რომ მოქალაქე საკარანტინო სივრცეში ექვს ივლისს მოათავსეს.

„ლარსიდან შემოიყვანეს ჩვენს საკარანტინო ზონაში. სავალდებულო სინჯი ავუღეთ კარანტინიდან გასვლამდე ერთი დღით ადრე. გუშინ ვირუსი დაუდასტურდა და გუშინვე გადავიყვანეთ კოვიდკლინიკაში“, – ამბობს ქეთევან ჯინჭველაძე.

მისი თქმით, ქალს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა სასტუმროს ნომერში მარტო იმყოფებოდა და არც გარშემომყოფებთან არ ჰქონია შეხება.

სამცხე–ჯავახეთში ამ დროისთვის კარანტინში სულ 241 მოქალაქე იმყოფება, აქედან 24 ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასშია“ მოთავსებული, ხოლო დანარჩენი 214 პირი ბაკურიანის სამ სასტუმროშია გადნაწილებული. ბოლო 10 დღის განმავლობაში ბაკურიანში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონის მასშტაბით ხუთი პირია, ერთი ახალციხეში, ხოლო ოთხი ასპინძაში.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფები ასპინძელები არიან და ისინი სომხეთიდან შემოვიდნენ.

„ჩვენთან თვითიზოლაციაში ოთხი მოქალაქეა, თუ არ ვცდები ორი დღის წინ შემოვიდნენ სომხეთიდან. ტესტები გაიკეთეს და ვირუსი არ აქვთ, ნებართვა მიიღეს და 14 დღიან სავალდებულო კარანტინს სახლში გადიან“, – ამბობს მზია პაპაშვილი.

სამცხე–ჯავახეთში „ცხელების ცენტრების“ გაუქმების შემდეგ, პაციენტები ვირუსის დადასტურების შემდეგ გორის ან თბილისის კოვიდკლინიკებში გადაჰყავთ.

[ნუკა სტეფნაძე]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 მოქალაქე იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში 2 საკარანტინო ზონა გაუქმდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 348 პირი იმყოფება
ახალციხეში თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე იმყოფება