FM97.5 / LIVE

25 ივლისამდე სამცხე–ჯავახეთში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.07.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 25 ივლისის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები 21 და 22 ივლისს სეტყვას ვარაუდობენ.

25 ივლისამდე სამცხე–ჯავახეთში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

დღეს, 20 ივლისს სამცხე–ჯავახეთში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +19, +21 სითბოა ნავარაუდევი.

დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში +27, +29 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი 14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

21 და 22 ივლისს მთელს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. სინოპტიკოსები მაღალ მთაში სეტყვას ვარაუდობენ. იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. ტემპერატურა 8–9 გრადუსით დაიკლებს.

ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო ღამით მოსალოდნელია +14, +16 გრადუსი.

მაღალ მთაში ყველა მუნიციპალიტეტში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა. ღამით კი, +10, +12 გრადუსამდე შემცირდება.

23 და 24 ივლისს სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება.

ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე დაფიქსირდება, ღამით მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 12, +14 გრადუსი იქნება.

იწვიმებს მაღალ მთაში, ახლქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ტემპერატურის მკვეთრი მატება არ არის მოსალოდნელი დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +11, +13 გრადუსია ნავარაუდევი.

25 ივლისიდან სამცხე–ჯავახეთში სინოპტიკოსები კვლავ არამდგრად ამინდს ვარაუდობენ.

[ნუკა სტეფნაძე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე
სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბრამდე სამცხე–ჯავახეთში
27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 2 აგვისტოს ჩათვლით
4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი