FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით

მთავარიპოლიტიკა 27.11.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ 'ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად'.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"ახლოვდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტი. ეს ისტორიული სამიტია საქართველოსთვის. ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც, მჯერა, აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე ნება. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.

საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, ევროპული ცივილიზაციისკენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები ევროპასთან კავშირების გაბმასა და დაახლოებაზე ზრუნავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და, რაც მთავარია, ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად.

ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები სამი წელი გრძელდებოდა. წელს ივლისში ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეთანხმება პარაფირებისთვის მომზადდა. მომავალ წელს კი აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოეწერება.
ეს არის ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და რეალური მექანიზმი, რომელიც თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.

მეგობრებო, აქვე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იგი ევროკავშირთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადი გახდება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერას - "დამზადებულია საქართველოში" სულ სხვა დატვირთვა ექნება. საქართველოში ნაწარმოები საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირში შევა ტარიფებისა და კვოტების გარეშე. ამავე დროს ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისათვის.

ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და, როდესაც ევროკავშირი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. მინდა ხაზგასმით და მადლიერებით აღვნიშნო, რომ ევროპა მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აგრეთვე განუხრელად განაგრძობს ჩვენს თანადგომას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.
ძვირფასო მეგობრებო!

დღეს ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროპისკენ, ჩვენი წინაპრების ოცნების ასრულებისკენ.

გილოცავთ ყველას ამ წინსვლას! მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის!", - ნათქვამია ღარიბაშვილის მიმართვაში.

იხილეთ მიმართვის ვიდეოვერსია.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა [Video]

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ
ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ილია მეორემ პრემიერსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უმასპინძლა