FM97.5 / LIVE

ახალციხელი მოსწავლეების მიერ შექმნილი აპლიკაცია GOGEOGO ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია

მთავარისიახლე, განათლება 16.07.2020
ახალციხის N1 საჯარო სკოლის გუნდის მიერ შექმნილი ანდროიდ აპლიკაცია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში მოხვდა. აპლიკაცია უცხოელ ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის შესახებ აწვდის.

ახალციხელი მოსწავლეების მიერ შექმნილი აპლიკაცია GOGEOGO ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეექვსედ ტარდება, მასში მონაწილეობა 350-მდე მოსწავლემ მიიღო, ფინალისთვის კი 11 გუნდი, მათ შორის ახალციხიდან, N1 საჯარო სკოლაც, გუშინ, 15 ივლისს შეირჩა.

თაკო თათეშვილის, საბა ზედგინიძისა და სალომე თათეშვილის მიერ შექმნილი ანდროიდ მობილური აპლიკაცია სახელწოდებით GOGEOGO უკვე GOOGPLAY-ში უკვე ატვირთულია და შეგიძლიათ გადმოწეროთ.

პროგრამა თაკომ დაწერა, საბამ დიზაინზე იმუშავა, ხოლო სალომემ აპისთვის ინფორმაცია შეაგროვა. მათ ფინალში მიღებული მცირე გრანტით, 1 000 ლარით შეძლეს აპლიკაციის ატვირთვა.

„ველოდი ფინალში გასვლას, რადგან საკმაოდ კარგი პროექტი გვქონდა წარდგენილი“ - გვითხრა თაკო თათეშვილმა.

GOGEOGO არის როგორც ქართული ისე ინგლისურენოვანი აპი, რომლის საშუალებითაც ტურისტი და საქართვეელოს მოქალაქეც მიიღებს ინფორმაციას როგორც ქალაქის შიდა, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის შესახებ. აპი ასევე უჩვენებს ავტობუსის გაჩერების რუკასაც.

პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

აღნიშნული აპლიკაციის პროტოტიპი თაკომ თავის ოთხ მეგობართან ერთად გასულ წელს შექმნა და ტექნოლოგიების კონკურსში პირველობა მოიპოვეს, თუმცა ახლა აპი უფრო მეტად დახვეწეს, განავითარეს და სისრულეში მოიყვანეს. ფინალამდე კი გუნდმა რამდენიმე ეტაპი გაიარა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მეექვსედ ტარდება. 2019-20 წლის კონკურსში მონაწილეობა 350-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველ ეტაპზე 88 განაცხადი შევიდა. კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი. ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში. კონკურსის პარტნიორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და კერძო სექტორი.

[მარიამ ბარძიმაძე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს
გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის
პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე